30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რომ აპოლონი გმირის შემწე არ ყოფილიყო

იგი აძლევდ ძალასაც და ფერხთა სისწრაფეს.

205 ხოლო ღმერთეებრი აქილევსი სპას უკრძალავდა -

მწარე ისრები ჰექტორისთვის რომ დაეშინათ,

ვინძლო დიდება არ მიხდოდა დაგვიანებულს.

მაგრამ მეოთხედ წყაროებთან რომ მიირბინეს,

ოქროს სასწორზე ორი წილი დააწყო მამამ,

210 სიკვდილის წილი, მარადიულ ძილის მომგვრელი,

ერთწილ ჰექტორის, მეორეწილ აქილევსიას.

მაღლა ასწია. ჩამოქანდა ჰექტორის პინა

ძირს, ჰადესისკენ. . . ფოიბოსიც მოსცილდა მოყმეს,

ხოლო აქილევსს მყის ათენა გამოეცხადა,

215 ახლოს მივიდ, მიაგება სიტყვა ფრთიანი:

”ზევსის რჩეულო აქილევსო, ახლა კი ვგონებ,

აქაველთ გემებს მივანიჭებთ სახელ-დიდებას:

ჰეტორს გავგმირავთ გაუმაძღარს ომით და სისხლით.

ამიერიდან ჩვენს მარჯვენას ვერ დაუსხლტება,

220 ბევრიც ეცადოს აპოლონი შორსმოისარი,

მოყმე მიწაზე განირთხმება ზევსის წინაშე.

შენ შეისვენე, დადექ, გმირო, მე შეგახვედრებ,

დავიყოლიებ ფეხმარდ გმირთან შესარკინებლად”.

ათენას ნათქვამს სიხარულით უსმინა მოყმემ,

225 იფანს დაეყრდნო მოელვარეს, რვალისწვერიანს.

ღვთაებრივ ჰეტორს დაეწია მყისვე ქალღმერთი,

ხმით და სახითაც დეიფობოსს მიმსგავსებული,

წინ გადაუდგა და ფრთიანი სიტყვით მიმართა:

”გმირო, აქილევსს რა სსტიკად დაუჯაბნიხარ,

230 რომ ციხის ახლოს მოგდევს აგრე გაშმაგებული!

შეჩერდი, შედექ! მტერს უშიშრად აქ შევეგებოთ!”

მიუგო ჩაფხუტმოელვარე გმირმა ჰექტორმა:

”ო, დეიფობოს, ყრმობიდანვე ჩემს ძმათა შორის,

პრიამოსისა და ჰეკაბეს შობილთა შორის,

235 შენ შეგხაროდი! ახლა მმართებს უფრო მიყვარდე!

შენ ხომ ჩემ გამო, როს მიხილე მარტოშთენილი,

კოშკი დატოვე, ხოლო სხვები გოდოლში სხედან!”

ისევ მიუგო თვალმცეცხლია ათენამ ჰექტორს:

”მევედრებოდნენ დიახაც რომ მამაც და დედაც,

240 მუხლთ მეხვეოდნენ, მეგობრებიც მევედრებოდნენ -

ჩვენთან დარჩიო: შიშმა ასე მოიცვა ყველა.

მაგრამ მე გული მიკვდებოდა შენს გამო დარდით.

დავდგეთ და მომხვდურს შევეგებოთ, ნუ დავიშურებთ

შუბსა და სათხედს! აბა ვნახოთ, შეძლებს პელიდი -

245 ორივ დაგვამხოს, სისხლიანი დავლა ხელთ იგდოს

თუ შენი შუბით განგმირული დაშოშმინდება!”

357

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!