30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ხოლო თუ ღმერთთა უკითხავად გადავწყვეტ რასმე,

550 ნუღარ ჩამკითხავ, ნურც მიხვედრას ეცდები შენით!”

ზევსს კვლავ შესძახა ხარისთვალა ქალღმერთმა ჰერამ:

”ღრუბელთმქუფრავო! კრონიონო, აბა რას ბრძანებ

მე არც მიკითხავს, უშენოდაც არ მდომებია

მივხვედრილიყავ.

რაიც გინდა, ასრულებ კიდეც.

555 მხოლოდ ერთს ვშიშობ, ვაი თუკი გადაგიბირა

ღმერთმა ვერცხლისფერმუხლიანმა, ნერევსის შვილმა!

თანხმობა მიეც, როგორც ვატყობა და განიზრახე

არგიველთ ჯარზე პელიდისთვის იძიო შური”.

560 ჰერას მიუგო კრონიონმა ღრუბელთმქუფრავმა:

”მაოცებ, ამჩნევ ყოველივეს და მითვალთვალებ,

მაგრამ ვერაფერს ვერ იღონებ, ამით მხოლოდღა

მე განმარისხებ, უარესი დღეც დაგადგება!

თუ ასე მოხდა, ჩანს, რომ მსურდა ეს მომხდარიყო!

565 იყუჩე, ჰერა, და ჩემს ნებას დაემორჩილე!

თორემ ვერ გიხსნის ღვთაებათა მთელი კრებული,

თუ ქედზე ჩემი უძლეველი ხელი დაგადე”.

თქვა. . . და შეძრწუნდა ხარისთვალა ქალღმერთი ჰერა,

ხმა გაიკმინდა, დაიოკა გულისთქმა მყისვე.

570 ზევსის სავანეს ღმერთთა ჩუმი ისმოდა ოხვრა.

ოლიმპიელი დიდოსტატი ჰეფესტო ადგა,

სანუკავრ დედას ამშვიდებდა, მშვენიერ ჰერას:

”აბა, როგორი ასატანი იქნება ჩემთვის,

მოკვდავთა გამო თუ ერთმანეთს წაეკიდებით!

575 რაღა დარცება სიკეთისგან, როცა ნადიმზე

ღმერთების დასში ბოროტების ზარ-ზეიმია!

დედავ, გარწმუნებ, სანუკვარო, - თუმცა თვით ხარ

ბრძენი, -

დაემორჩილე ზევსს, მეუფეს, რათა უკვდავმა

რისხვით ნადიმი უდარდელი არ აგვიშალოს.

580 თუ მოინდომებს ოლიმპელი, მეხით ელვარე

ყველა ღვთაებას დაბლა დასცემს უძლიერესი!

ეცადე, დედავ, ტკბილი სიტყვით დაიყოლიო,

დაუყოვნებლივ მოწყალებით მოგვხედოს ყველას!”

ასე წარმოთქვა და წამოდგა, ბრწყინვალე თასი

585 ორფსკერიანი მიართვა და კვლავ უთხრა დედას:

”დედავ, ითმინე, რაც არ უნდა გული გერჩოდეს,

შვილს ნუ მომასწრებ შენს სატანჯველს, ზევსის განაჩენს,

ვერ გადაგარჩენ გულმოკლული, ვერც შეგელევი!

არ ძალუძს არც ერთ ოლიმპიელს ზევსს შეერკინოს!

590 აკი ერთხელაც გულაღგზნებულს მოსაშველებლად,

ფერხთ ხელი მტაცა, გადამტყორცნა ზეცის ზღურბლიდან:

44

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!