30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ოქროსისრიან ფოიბოსის, ვინც დაავალა

510 ტროელთ შეწევნა, დანაელთა მძლავრი ქომაგი

ათენა რაკი დაიგულა სხვაგან წასული.

თვით ენეასი გამოიხმო მაღალ ტაძრიდან,

და განამტკიცა ხალხთა მწყემსის მკერდი მამაცი.

დადგა ენეას სპათა შორის კვლავ დიდებული,

515 ყველას ეამა, როს იხილეს გმირი უვნებლად,

მაგრამ შეკითხვა ვერვინ მისცა, სხვა დარდი ჰქონდათ,

სხვას რასმე ვერცხლისმშვილდოსანი აიძულებდა,

კაცთა მმუსვრელი არესი და შმაგი ერისი.

ამ დროს ორივე აიანტი, მძლე დიომედე

520 და ოდისევსი ბრძოლის ჟინით სპას აღაგზნებდნენ,

მაგრამ თვითონაც ტროელთ შიში არ ჰქონდა ლაშქარს.

ურყევად იდგნენ და ელოდნენ, ვით ღრუბლის ქულა,

უქარო დღეს რომ წამოქუფრავს მთაზე კრონიდი.

წევს ჩაშავებულ-ჩაჟამებული, სანამდის სძინავს

525 ქარ-ბორეასს და სხვა ქარიშხალს, რომელთა ბაგე

მძლავრი შებერვით ცაზე ღრუბლებს წამოშლის ხოლმე.

ასე ელოდნენ გულუშიშრად ტროელთ მოყმენი,

ხოლო ატრიდი ამხნევებდა დანაელთ ლაშქარს:

”იყავით მხნენი, აღამაღლეთ სული მედგარი,

530 მებრძოლს რცხვენოდეს ბრძოლის ველზე თანამებრძოლის,

ვინც გრძნობს ამ სირცხვილს, უფრო მეტად ის გადარჩება,

ხოლო ლტოლვილი ვერც ხსნას ჰპოვებს და ვერც დიდებას!”

თქვა და მყის შუბი მეწინავე ვაჟკაცსა სტყორცნა -

მამაც მეგობარს ენეასის, მძლე დეიკოონტს,

535 პერგასიდს; ტროელთ პრიამოსის ძეთა შორისაც

არ ერჩოდათ, ისე ომში უწევდა გული.

ფარში უწონა შუბი გმირმა აგამენონმა,

ფარმა კი ვეღარ შეაჩერა ბასრი სპილენძი,

სარტყელსაც გასცდა და ჩაიფლო მუცელში შუბი,

540 მიწას დაასკდა, აგრუხუნდა მოყმის აბჯარი.

დასცა დანაელთ გმირნი მაშინ მძლე ენეასმა -

დიოკლეს ძენი კრეთონი და ორსილოქოსი.

მათი მშობელი იყო ფერეს მკვიდრი მდიდარი,

გვარი მოსდგამდა ალფეიოს-მდინარისაგან,

545 რომლის ნაკადი პილიონის მიწას ჩაუდის.

მან შვა მრავალთა მოყმეთ მეფე ორსილოქოსი.

ორსილოქოსმა შვა დიოკლეს დიდსულოვანი,

ხოლო დიოკლესს შეეძინა ტყუპი ვაჟები -

ორსილოქოსი და კრეთონი ბრძოლანაცადნი,

550 ორი ვაჟაცი, მოწიფული, შავფერდა გემით

არგიველთ მოჰყვნენ ცხენმრავალი ტროის მხარეში,

ატრევის ძეებს - აგამენონს და მენელაოსს;

103

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!