30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვერ იზეიმებს! შორს არ არის აწ აღსასრული!

მაგრამ შენც, შვილო, არ ჩაება ომის ქარცეცხლში,

135 სანამ არ მოვალ კვლავ და შენი თვალით არ მნახავ:

გამოვცხადდები მზესთან ერთად ხვალ სისხამ დილით

და ჰეფესტოსგან რავალმშვენიერ აბჯარს გაახლებ”.

ასე უთხრა და მწუხარე შვილს მოშორდა დედა,

დებს მიუბრუნდა, ნერეიდებს, ქალღმერთი თხოვნით:

140 ”ო, ჩემო დებო, კვლავ ჩაყვინთეთ წიაღში ზღვისა

და მამისეულ სახლს ეწვიეთ, იქ ნახავთ მოხუცს.

ამცნეთ ყოველი. მე ოლიმპოს გავემარები

დიად ხელოვან ჰეფესტოსთან, ისურვოს ეგებ

მისცეს აქილევსს საჭურველი რვალმშვენიერი”.

145 ასე რომ უთხრა, მყისვე დებმა ზღვას მისცეს თავი.

ოლიმპოსაკენ გაემართა მაშინ ქალღმერთი,

რომ წამოეღო იარაღი საყვარელ ძისთვის.

ტერფებს აჰყავდათ სწრაფად მთაზე. შეძრწუნებული

ამ დროს გარბოდნენ აქაველნი კაცთამმუსვრელი

150 ჰეტორის შიშით. ჰელსპონტის ჭავლებთან გაჩდნენ.

ამაოდ სცადეს მათ, სპილენძის საბაკრულიანთ,

ეხსნათ პატროკლე ისრებისგან, მოძმე პელიდის.

კვლავ ირეოდა უთვალავი ხალხი და ცხენი,

კვლავ მოუძღოდა მათ ჰექტორი, ვით ცეცხლის ალი.

155 სამჯერ წაავლო ფეხზე ხელი გმირმა პატროკლეს,

რომ გაეტაცა, თან ხმამაღლა მოუხმო ტროელთ.

სამჯერ გვამისგან უკუაგდეს აიანტებმა.

მაგრამ ჯიუტად მოიწევდა, ხან შეკრულ რიგებს

შეასკდებოდა, ხან იდგა სპას მოუხმობდა,

160 მაგრამ არც ერთხელ უფიქრია უკან დახევა.

ვით შიმშილისგან გაშმაგებულ ლომს ვერ აშორებს

სისხლიან ნადავლს ღამის მეხრე გამწარებული,

ისე უჭირდა ორ აიანტს საერთო ზალით

გმირი ჰექტორის უკუგდება, პატროკლეს იგი

165 ხელთ ჩაიგდებდა, მოიხვეჭდა კიდევაც სახელს,

პელიდს ირის, ქარის მსგავსი რომ არ სწვეოდა,

ბრძოლაში ჩაბმა არ ერჩია მოციქულს ზეცის,

ზევსის, სხვა ღმერთთა უნებლიედ ჰერას მოგზავნილს.

მაცნე მივიდა, მიაგება ფრთიანი სიტყვა:

170 ”ბრძოლად აღიძარ, ყველა გმირზე საზარო გმირო!

იხსენ პატროკლე!

გემების წინ მის გამო ატყდა

მძვინვარე ბრძოლა.

არ ზოგავენ ერთი-მეორეს:

ესენი, რათა სულმიხდილი გვამი დაიცვან,

304

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!