30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ატრიდმა, თითქოს ვინმე ბილწი ბოგანო ვიყო!

უკან დაბრუნდით, თქვენს გამომგზავნს ასე აუწყეთ:

650 გულში ფიქრადაც არ გავივლებ, კვლავ ვღვარო სისხლი,

სანამ ჰექტორი ღვთაებრივი, აბჯარასხმული

არ მოადგება მირმიდონელ კარვებს, ხომალდებს,

როს დაწვავს გემებს არგიველთა და მოსპობს ლაშქარს.

აქ კი, კარავთან, ჩემს შავფერდა ხომალდთან იგი,

655 რაც უნდა დიდად მძვინვარებდეს, ვფიქრობ, დაცხრება!”

თქვა და აიღეს უხმოდ თასი ორფსკერიანი,

ასხურეს ღვინო. ოდისევსი გაუძღვა ელჩებს.

ამ დროს პატროკლემ მონა ქალებს და თვისთა მოძმეთ

უბრძანა, მალე ფოინიქსის რბილი საწოლი

660 გაეწყოთ. მათაც გაუშალეს მოხუცს მორჩილად

ვერძის საწყმისი და საბანი უნაზეს სელის.

იქ მოისვენა, ელოდა რა ნათელ განთიადს.

აქილევს დაწვა ურდულგაყრილ კარავის შიგნით.

მიუწვა გვერდით ლესბოსელი ფორბასის ქალი,

665 ლამაზღაწვება დიომედა, ტყვექმნილი მისგან.

იქით პატროკლე ისვენებდა და გვერდით ეწვა

იფისი, ქალი ტანკენარი. იგი პელიდმა

უძღვნა, როს დასცა ენიევსის ციხე სკიროსი.

როცა მიადგნენ ელჩნი კარავს აგამენონის,

670 აქაველთ ძენი შეეგებნენ ოქროს თასებით,

მოყმეთ ერთურთის მიყოლებით ეკითხებოდნენ.

პირველმა ბრძანა თემისთავმა აგამენონმა:

”მძლეო ოდისევს, აქაველთა დიდებავ, ბრძანე,

ისურვებს გმირი აგვაცილოს შთანთქმელი ალი,

675 თუ კვლავ გაგვიდგა, ამაყ სულში იმარხავს მტრობას”

ასე მიუგო ოდისევსმა მრავალტანჯულმა:

”დიდებით მშვენო აგამენონ, ხალხთ მეუფევ!

არ სურს დააცხროს მტრობა, ძველი მრისხანებით დუღს,

კვლავ სძულხარ, გმირი უარს ამბობს შენს საბოძვარზე.

680 შენ და არგიველთ რჩევას გაძლევთ, ამ უბედურ ჟამს,

თუ ვით დაიცვათ გემები და სპა განწირული.

თვით იმუქრება, უკვე ხვალვე, გამთენიისას,

ორმხრივხოფიან გემებს ზღვაში ჩავაცურებო.

გმირს განუზრახავს სახლში წასვლა ურჩიოს სხვასაც:

685 ვერასდროს, უთქვამს, აღსასრულს ვერ მოვესწრებითო

ილიონისა. დააფარა მეხისმტყორცნელმა

მფარველი ხელი, ამაღლდაო სიმტკიცე ხალხის.

ასე მოგვიგო. თანამგზავრნიც ამას გეტყვიან -

აიანტი და ორივ მაცნე, ორივ ჭკვიანი.

690 ფოინიქსი კი იქვე დარჩა, პელიდმა ბრძანა -

165

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!