30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ევრიპილოსი ახლდა, შვილი ევემონოსის,

ორმოც შავფერდა ხომალდს იგი მეთაურობდა.

არგისასა და გირტონეში, თუ ელონეში,

ოლოოსონში, თეთრ ქალაქში დასახლებულებს

740 წინამძღოლობდა მხნე, მამაცი პოლიპოიტე,

პერითოსის ძე, უკვდავი ზევსის შობილის.

იგი შესძინა პერითოოსს ჰიპოდამეამ,

იმავ დღეს, როცა კენტავრები დასაჯა გმირმა,

ეთიკელებთან ჩამოყრილნი პელიონიდან.

745 მარტო არ იყო, ლეონტევსიც ახლდა მხედრობას,

კაინევსის ძის კორონოსის პირმშო მამაცი.

ორმოცი გემი მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.

ოცდაორ გემით კიფოსიდან მოვიდა გუნევს,

ენიენელნი მოჰყვნენ და მხნე პერაიბელნი.

750 ცივ დოდონესთან ცხოვრობდნენ და ყანას ხნავდნენ

ტიტარესიოს ნაპირებზე, სადაც მდინარე

პენეიოსის მხარეს ზვირთთა ლივლივით მიდის,

თუმც არ შეერთვის ვერცხლის ტალღებს პენეოსის,

მხოლოდ ზემოდან გადაუვლის ზვირთი, ვით ზეთი,

755 რადგან საზარი სტიქსის წყლიდა მოსდგამს სათავე.

პროთოოსს მოჰყვნენ მაგნეტები, ტენთრედონის ძეს,

პენეოსსა და პელიონთან დასახლებულნი.

პროთოოს იყო წინამძღოლი, გმირი ფიცხელი,

ორმოცი გემი მოიყვანა შავფერდიანი.

760 ესენი იყვნენ დანაელთა მხნე ბელადები.

ვინ ვთქვა ყველაზე თვალსაჩინოდ, მიმღერე, მუზავ! –

ვის ჰყავდა ცხენი საუცხოო ატრიდთა ჯარში

რემა მოასხა ევმელოსმა ფერეტიადმა -

მოაქროლებდა ფრინველივით ფრთაშესხმულ რაშებს,

765 ერთფერთ, ერთნაირთ, ერთი ხსნისას, ტოლებს და სწორებს,

პიერიაში აპოლონის მიერ გაზრდილებს.

ქვეყნად მოჰქონდათ მათ არესის საშინელება.

ყველასა სჯობდა აიანტი ტელემონის ძე,

სანამ აქილევს მრისხანებდა, მჯობნის მჯობნელი,

770 უებრო იყო ბედაურიც პელევსის ძისა.

მაგრამ ამჟამად უქმად იდგა გმირი ხომალდთან,

განრისხებული ერისმთავარ აგამენონზე.

სანაპიროზე ერთობოდა მისი მხედრობა,

ბადროს ტყორცნა და მშვილდოსნობა გამართულიყო,

775 ცხენებიც უქმად თავთაივანთ ეტლებთან იდგნენ,

შეექცეოდნენ ტკბილ ლოტოსს და ველურ ნიახურს.

მეფის ჩარდახში ეწყო ეტლის მოსართავები.

63

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!