30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მეც, როს ჰექტორი, დიადი და ზუჩმოელვარე,

135 გემის კიჩოსთან მუსრს ავლებდა არგიველთ ლაშქარს,

ვერ ვივიწყებდი ატენ-წყენას, ბრმად რომ მაქცია.

რაკი შევცოდე, რაკი ჭკუა მომტაცა ზევსმა,

მინდა უზღვავი საზღაურით ვზღა ცოდვა ჩემი!

გმირო, ამხედრდი, აღამხედრე კვლავაც რაზმები!

140 ხოლო განძს ახლავ მოგართმევენ შენთან მოსულმა

მხნე ოდისევსმა, ამას წინათ რომ მოგითვალა.

ნუღარ გადავდებთ, რაც არ უნდა ბრძოლა გწყუროდეს,

მოგიზიდავენ გემზე ნობათს მსახურნი ჩემნი,

და თვითონ ნახავ, რას მოგართმევ შესარიგებლად”.

145 ატრიდს მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:

”ქველო ატრიდო აგამენონ, მამაცთ მეუფევ!

გინდ მომეც ძღვენი, რაც ეგების შესარიგებლად,

გინდ დაიტოვე, ოღონდ ახლა ომზე ვიფიქროთ,

რაზე დავკარგოთ სჯა-ბაასში დრო სანუკვარი

150 რაღას ვაყოვნებთ, ჯერ ხომ საქმე არ დაგვლევია

დე, ვინც ისურვებს, კვლავ იხილოს მძლე აქილევსი,

სპილენძის შუბით ფალანგების დამანგრეველი

და მის მსგავსადვე თვითონ აენთოს მტერთან საომრად!”

მას ოდისევსი შეესიტყვა ჭკუალევი:

155 ”რაგინდ მძლე იყო, აქილევსო, ღმერთთა სადარო,

მშიერ აქაველთ ნუ წაიყვან ილიონისკენ

ტროელთ ლაშქართან საბრძოლველად!

არა მცირე ხნით

ატყდება ომი, თუ ფალანგნი მხნე მეომართა

შეიბმებიან, ღმერთიც ყველას შთაბერავს სიმხნეს.

160 მანამ აქაველთ დანაყრება უთხარ გემებთან

პურ-ღვინით: სიმხნეც ეს არის და სიმტკიცეც კაცთა.

მთლი დღ, თვით მზის ამოსვლიდან მზის დახდომამდე,

წაუხემსებლად ვერ გაუძლებს ვაჟკაცი ბრძოლას.

გინდ მოუღლელი გული ეგზნოს მიწყივ საომრად,

165 სიგამხდრით ძაბუნს უმძიმდება ხოლმე სახსარი,

შმიერს და მწყურვალს ებლადება გზაში ფეხები.

მაგრამ კაცი რომ მომაგრდება ღვინით და საგზლით,

ძალუძს მთელი დღე მტერს ეომოს, მის მკერდში სული

განმტკიცებულა და სახსრები არ გრძნობენ დაღლას,

170 სანამ რაზმთაგან ბრძოლის ველი არ დაიცლება.

სპა განუტევე, საუზმისთვის უნდა იზრუნონ.

შენ კი კრების წინ ხალხთ მეფე აგამემნონმა

წარმოგიდგინოს საზღაური. იხილოს ყველამ

საკუთარ თვალით და შენც ხომ გულს გადააყოლებ!

175 არგიველთ შორის შემოგფიცოს, რომ აქამომდე

მშვენიერ ქალწულს სარეცელზე არ ჩახვევია,

319

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!