30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

უშლიდა თუნდაც ერთი ბიჯით უკან დახევას,

თუნდ ერთი ბიჯით წინ გაჭრასაც მტრის შესახვედრად.

არ მოსცილდეთო მოკლულ მოყმეს, აქ იბრძოლეთო -

360 ასე ამბობდა აიანტი, მიწა კი სისხლით

კვლავ ივსებოდა. ზედახორა იდგა გვამების

როგორც ტროელთა, ისე მამაც მოკავშირეთა.

ვერც დანაელნი გადაურჩნენ ბრძოლას უსისხლოდ,

მაინც ნაკლებად იმსხვრეოდა მათი რიგები,

365 მიწყივ ზრუნავდნენ ერთმანეთის გადასარჩენად.

ბრძოლა, ვით ცეცხლი, გიზგიზებდა, კაცი იტყოდა -

ცის თარზე, ალბათ, მზეც და მთვარეც დაილიაო,

ისეთ უკუნეთს დაეფარა ველზე გმირები,

რომელნიც მედგრად მენეტიდის ცხედარს იცავდნენ.

370 სხვა ტროელთ, ლამაზლეკვერთხიან სხვა აქაველებს

ბრძოლის ასპარეზს უნათებდა შუქი ელვარე,

მზე იღვრებოდა, ქედზე ღრუბლის ფთილა არ ჩანდა,

დროგამოშვებით ისვენებდა ორივ ლაშქარი.

იოლიც იყო შორით ნასროლ ისრის აცდენა.

375 აქ კი, შუაში, წყვდიადსა და ჭაპანწყვეტაში

უწყლოდ ჟლეტდა მამაც მოყმეთ რვალი მსახვრალი.

არც გაუგია ორ აბჯროსან და სვიან ვაჟკაცს -

გმირ ფრასიმედეს, მის უბადლო ძმას ანტილოქოსს,

რომ აღარ იყო აწ პატროკლე! მათ კვლავ ეგონათ

380 ამაყ ტროელთა მეწინავე ფალანგს მუსრავსო.

ორივ ცდილობდა აცდენოდა მოძმეთ ვაება,

ცალკე იბრძოდა, როგორც უთხრა მამა ნესტორმა,

როცა ვაჟები ხომალდიდან ომში გაუშვა.

ტოლს არ უდებდნენ ერთურთს სპანი ბრძოლაში იმ დღეს.

385 ხვითქი სდიოდა და სულ მტვერში ამოეგანგლა

მუხლი, წვივები და ფეხები ყოველ მეომარს.

ხელი დააწყდა შერკინებით, ვინც კი იბრძოდა

იმ დღს ფეხმარდი ეაკიდის მეგობრის გამო.

გეგონებოდა, კაცს ძლიერი ჭაბუკებისთვის

390 მიუციაო გასაჭიმად ტყავი მოზვრისა;

ყველა თავისკენ ექაჩება ყოველი მხრიდან,

სითხე მოწვეთავს, ცხიმი დნება თანდათანობით

და ფართოვდება ტყავი ამდენ გაწამაწიით.

ასევე აქეთ, მერე იქით პატროკლეს ცხედარს

395 ხან ესენი და ხან ისინი ეჭიდებოდნენ.

ტროელთ იმედი ჰქონდათ, ტროის მხარეს წაგვრისა,

აქაველთ - სწრაფი გემებისკენ. ცხედრის გარშემო

დუღდა ბრძოლა და ვერც არესი, კაცთა აღმგზნები,

ვერცა ათენა წუნს ამ ბრძოლას ვერ დაუდებდა,

400 ისეთი ჟლეტა გააჩაღა პატროკლესათვის

291

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!