30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

260 ცრუ მაფიცარს რომ მიაგებენ საშინელ სასჯელს!

ვფიცავ, რომ ქალწულ ბრისეისს მე არ შევხებივარ,

მის სარეცელზე იძულებით ან სხვა რამ ძალით,

არა, კარავში უზრუნველად ცხოვრობდა იგი!

თუ ცრუ ფიცს ვამბობ, დაე, მიზღან ღმერთებმა, რაც კი

265 უბედურება აქვთ სასჯელად ვერაგ კაცთათვის!”

თქვა და გამოჭრა ბასრი რვალით ბურვაკსაც ყელი.

ტალთიბიოსმა ზღვის ზვირთებში უმალ ზვარაკი

ჩაუგდო თევზებს.

ზე წამოდგა ამ დროს აქილევს,

ასეთი რამ თქვა არგიველთა შორის პელიდმა:

270 ”ზევსო მამაო! კაცს საშინელ ბედსა სწევ ხოლმე!

არასდროს ატრიდს ჩემთან შუღლი არ სურვებია,

ვერავითარი ვერაგობით ქალწულს კარვიდან

ჩემს უნებურად ვერ წამგვრიდა. მაგრამ თვით ზევსმა

ისურვე ვნება ესოდენი აქაველთათვის!

275 ახლა საუზმე დააჩქარეთ და ვიწყოთ ბრძოლა!”

ასე თქვა, კრებაც დაიშალა სახელდახელო.

ყველამ მაშინვე მიაშურა თავ-თავის ხომალდს.

მირმიდონელნი, მიიღეს რა გამოსასყიდი,

მიადგნენ გემებს ღვთაებრივი აქილევსისა,

280 კარავთან დადეს, იქვე დასვეს ტურფა ქალები,

ცხენები რემას შეურიეს მეაბჯრეებმა.

ბრისეს ასული, მსგავსი ოქრო-აფროდიტესი,

ნახა თუ არა ყრმა პატროკლე რვალით ძლეული,

ცხედარს ქვითინით დაეკონა, იწყო გოდება,

285 ნაზი მკერდის და ყელის ხოკვა, მშვენიერ სახის.

ქალი, ღმერთქალის შესადარი, ასე მოთქვამდა:

”ჩემო პატროკლევ, შენი ფასი ვინ მყავდა ბედკრულს!

ვაგლახ, ცოცხალი დაგთმე, როცა ბანაკს ვტოვებდი,

ბანაკში მოველ, ხალხის მწყემსო და ცხედრად გპოვე!

290 ასე თნ მდევს მიწყივ ჭირი ჭირთა უმეტესი!

ვიზეც დამწინდეს მე მშობლებმა, იგი ვიხილე

სასტიკ სპილენძით განგმირული ქალაქის ბჭესთან,

სამი ძმა მყავდა, გაგვაჩინა ჩვენ ერთმა დედამ,

ყველა მიყვარდა და ყველანი ერთ დღეს დავკარგე.

295 აქვითინებულს, როს აქილევს - ქალაქთმნგრეველმა

ქმარი მომიკლა, დააქცია მინესის ციხე,

შენ მამშვიდებდი, აქილევსის ცოლად გინდოდი,

ფთიის მხარეში მიპირებდი მალე წაყვანას,

მირმიდონელთა შორის ქორწილს. . . და შენ აღარ ხარ!. . .

300 აწ და მარადის გლოვა მმართებს, ვაი ჭაბუკო!”

ასე მოთქვამდა. ვიშვიშებდნენ სხვა დიაცებიც,

თითქოს მოკლულზე, გულში ყველა თვისას სტიროდა.

322

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!