30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

45 კალქანტს ემსგავსა, სახითა და ომახიან ხმით,

თავდაპირველად სიტყვა უთხრა ფიცხ აიანტებს:

”აიანტებო! თქვენღა ძალგიძთ ხსნა აქაველთა,

გამკობთ სიმხნევე, ლტოლვაც ფიქრად არ გაგივლიათ.

სხვაგან ტროელთა მძლე მარჯვენის შიში არა მაქვს,

50 ქონგურებიან გალავანში ბრბოდ შემოჭრილთა,

ყველგან მამაცად დახვდებიან აქაველთ სპანი.

აქ კი უსაზღვრო შიში მიპყრობს, ვაი თუ გვძლიონ,

აქ ხომ ღველფივით მოგიზგიზებს სპა მოჰყავს ჰექტორს,

თავის თავს ყოვლისშემძლე ზევსის შვილს რომ უწოდებს!

55 ნეტავ, ღმერთებმა ჩაგინერგონ გულში სიმტკიცე,

რომ თქვენი თავიც გაამხნევოთ და სხვაც შემკრთალი!

რაგინდაც შმაგი იყოს, გემებს არ დაანებებთ,

თუნდ აქეზებდეს თვითონ ზევსი ოლიმპიელი!”

თქვა და თვით კვერთხით ღმერთი ქვეყნის შემარყეველი

60 შეეხო გმირებს, საშინელი ძალით აღავსო.

მსუბუქ-ყო მათი სახსრები და მძლავრი მარჯვენა.

თვით კი გაიჭრა, ვით ალალი, ცად მოლივლივე,

ციცაბო კლდიდან სანადიროდ რომ ჰკრავს ირაოს,

რათა დააცხრეს ფრინველს, შიშით აფრთხიალებულს.

65 იმასა ჰგავდა პოსეიდონ ქვეყნის მრყეველი.

პირველად იცნო ღმერთი გმირმა ოილევსის ძემ,

პირველად მანვე უთხრა მამაც ტელამონიონს:

”უეჭველია, აიანტო, ოლიმპოს მკვიდრი

ემსგავსა მისანს და გვიბრძანა დაცვა ხომალდთა.

70 არ კალქანტია იგი, ბრძენი ჩიტთამჩხიბავი,

კვალიც შევიცან, მძლავრ წვივებით ღვთაება, ჩვენგან

უკუქცეული.

ღმერთის ცნობა ძნელია როდი.

ჰოდა, ვგრძნობ კიდეც, მკერდში გული გამხნევებული

საომრად მიწევს წინანდელზე უფრო მგზნებარედ,

75 მძლავრი მხარ-მკლავი და სახსრები ბრძოლად ამენთო”.

ჰრქვა და მიუთო აიანტმა ტელამონიდმა:

”ოღონდაც! შუბზე მეწვის ხელი ბრძოლის სურვილით,

სული აღმენთო, მოუსვენრად მითრთის ტერფები,

ლამის წამიღონ! ახლა მინდა მარტო გავიჭრა

80 პრიამეს ძესთნ, მძვინვარესთან შესარკინებლად!”

ასე ერთმანეთს უთხრეს სიტყვა აღგზნებულმა

ბრძოლის კოცონით, ღმერთმა გულში რომ გაუღვივა.

იმ დროს ღვთაება აქეზებდა მათს უკან მდგომ სპას,

ნავ-ხომალდებთან სულს დაშრეტილს რომ იბრუნებდნენ.

85 მებრძოლებს, სასტიკ ჯაფით ძალაგამოლეულებს,

213

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!