30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ასე თქვა, მაგრამ აპოლონმა არ უპასუხა.

მის ნაცვლად ჰერა გაგულისდა, ზევსის მეუღლე.

480 სასტიკი სიტყვით ღვარძლიანად უთხრა არტემისს:

”როგორ, შე ძუკნავ უსირცხვილოვ, მეც გამიბედავ

შემება ძვირად დაგიჯდება, მშვილდით ამაყო!

მოკვდავ დიაცებს მიგიჩინა ზევსმა ძუ ლომად

და ნება მოგცა მხოლოდ მათზე მძვინვარებისა!

485 შენ უფრო მთებში, ველზე ნადირთ მოუტან ვნებას,

ვიდრე ძლიერთა ქვეყანისა და ზეცისათა.

თუ გინდა ბრძოლაც გამოსცადო, ახლავ გაიგებ,

რამდენად უფრო ძლიერი ვარ მე, კადნიერო!”

ასე უთხრა და ქალღმერთს ხელზე სტაცა მარცხენა,

490 ხოლო მარჯვენით მოაგლიჯა მხარიღლივ მშვილდი,

მწარე დაცინვით ყურისძირში თვით მასვე დასცხო.

თავს არიდებდა, დაეფანტა ქალღმერთს ისრები,

ატირებული ძლივს გაიქცა. მფრთხალი ქედანიც

ქორს თუ შენიშნავს, შეფრინდება კლდის ბნელ ნაპრალში,

495 ბუდეში თავს რომ დაიგულებს, ვერვინ დაიჭერს.

ცრელმიანს მშვილიც არ ახსოვდა, როცა გარბოდა.

მაშინ ჰერმესმა, ღმერთთა მაცნემ, ლეტოს მიმართა:

”მე შენთან ბრძოლა არც ახლა მსურს და არც არასდროს:

ძნელია ბრძოლა ღრუბელთბატონ ზევსის ცოლებთან.

500 როცა ისურვებ, შეგიძლია ზეიმით ბრძანო,

უკვდავთა შორის იტრაბახო, რომ მომერიე!”

ასე ამბობდა, როცა ლეტო მშვილდს, კაპარჭიდან

აქა-იქ მიყრილ-მოყრილ მსუბუქ ისრებს კრეფდა.

როს მოაგროვა, დაღონებულ ასულს ეწვია.

505 ამ დროს არტემისს ზევსისეულ რვალის დარბაზში

ცრემლი სდიოდა ღაპაღუპით. მამის მუხლებზე

იჯდა ქალწული და უთრთოდა მხრებზე სამოსი.

გულში ჩაიკრა ზევსმა. ტკბილი ღიმილით ჰკითხა:

”ჩემო ასულო, ზეციერმა ვინ გაგიბედა

510 გაწყრომა, თითქოს ბოროტება რამ ჩაგედინოს”

ნადირთ უფალმა უპასუხა გვირგვინოსანმა:

”შენმა მეუღლემ, თეთრხელება ჰერამ შემრისხა.

იგი აღაგზნებს ხოლმე ბრძოლას უკვდავთა შორის”.

ასე ურთიერთს ზეციერნი ეტყოდნენ სიტყვას,

515 როს ბოიბოსი აპოლონი ტროას ეწვია.

ზრუნავდა იგი, რომ ქალაქი კეთილნაგები

დანაელთ იმ დღეს არ დაემხოთ ბედის საცილოდ.

349

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!