30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ეხმარებოდა და ზევსის საქმეს აკეთებდა, შესჩივლებს ”უკვავთა და მოკვდავთა მამას” დიომედეს

თავხედობას, რომელმაც, მოკვდავმა, უკვდავი ღმერთი დაჭრა. ზევსის საოცარ პასუხს აძლევს ომის

ღმერთს:

ჩემთან ნუ ღმუი, შე მერყევო, მესხვადასხვიევ!

ოლიმპოს მკვიდრთა შორის მძულხარ ყველაზე მეტად.

შენ მხოლოდ შუღლი, მხოლოდ მტრობა და ბრძოლა გატკბობს!

დედის სული გაქვს - მიწყივ ჭინჭყლი და ჭირვეული

ჰერასი! მას ხომ სიტყვით ძლივსღა მეც ვიმორჩილებ!

ახლაც, ვეჭვ, მისმა ჩაგონებამ შეგრძნა ტკივილით!

მაგრამ არ ძალმიძს კვლავ გიყურო ასე წამებულს,

შენ ხომ შვილი ხარ ჩემი, დედამ შენ ჩემგან გშობა.

სხვისი რომ იყო, გულბოროტო, დიდი ხნის წინათ

ურანიდებთან ჯოჯოხეთში გადაგკარგავდი!

(V, 889-898).

აქაც ერთგვარ წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ჰომეროსი

განგებ აფერხებს ზევსის ჩარევას ბრძოლაში და ამიტომაც იძულებულია მიზეზის დაუსახელებლად

იგი კვლავ ტროელთა მოძულედ დაგვისახოს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ზევსი მაინც უნდა ჩაერიოს

ბრძოლაში და ეს ხდება მხოლოდ VIII ქებაში.

თავისთავად ცხადია, რომ აქაველების აღსასრული კარზეა მომდგარი. ცხრა წლის განმავლობაში

მებრძოლ ბანაკებს შორის არსებული წონასწორობა ირღვევა, ბრძოლის ბედი ტროელთა მხარეს

იხრება. იმისათვის, რომ ზევსის ჩარევამდე აეცილებინა აქაველებისათვის არასასურველი საბრძოლო

პირობები, ავტორი ღმერთთა სამყაროს ორ ბანაკად ჰყოფს. მაგრამ ღმერთების საქციელი რომ პოეტის

ნება-სურვილითაა გაპირობებული, ეს ჩანს იქიდანაც, რომ ომის ღმერთი არესი, რომელსაც ფიცი

ჰქონდა ჰერასა და ათენას წინაშე დადბული, რომ მუდამ ტროელების წინააღმდეგ იბრძოლებდა, ფიცს

ტეხს და აქაველებს ებრძვის (V, 233 და შმდ.). რატომ დასჭირდა ჰომეროსს არესის გადაყვანა

ტროელთა მხარეს ეტყობა, იმიტომ, რომ, როცა საქმეში ზევსი ჩაერეოდა, აქაველთა სიმამაცე

გასაკვირი აღარ ყოფილიყო. ავტორი თითქოს გვეუბნება: აი, ხომ იბრძვიან აფროდიტე და აპოლონი

ტროელთა მხარს, აქაველებს აქილევსი აღარ ეხმარება, ახლა არესიც მტრების მხარეს გადავიდა, მაგრამ

ისინი მაინც არ მარცხდებიან!

როდესაც ზევსმა უშუალოდ ხელი მოჰკიდა ბრძოლის საქმეს, საჭირო იყო აქაველთა მფარველი

ღმერთების ამოქმედება, რომ მათ შეეფერხებინათ უზენაესი მეუფის შემმუსვრელი ძალა. ამიტომ

ათენა კრებაზე ეუბნება ზევსს, რომელმაც მკაცრად მოსთხოვა ღმერთებს შეეწყვიტათ აქაველებსის

დახმარება, რომ მისი სიტყვა კანონია, მაგრამ მეუფემ ნება დართო ღმერთებს რჩევით მაინც გაუწიონ

დახმარება აქაველებს. ჰომეროსს სჭირდება ზევსის თანხმობა და ისიც თანახმაა.

ზევსის მეუღლე ჰერა VIII ქებაში ღმერთ პოსეიდონს სთხოვს დახმარება გაუწიოს ბერძნებს,

მაგრამ პოსეიდონს ეშინია ზევსის რისხვისა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ VIII ქებაში პოსეიდონი

არა მარტო რჩევით ეხმარება ბერძნებს, არამედ არღვევს ზევსის ბრძანებას და უშუალოდ იბრძვის მათს

რიგებში. ეს წინააღმდეგობაც გამოწვეულია მტრულ ბანაკებს შორის დარღვეული წონასწორობის

რამდენადმე აღსადგენად. როდესაც ირისი გადასცემს პოსეიდონს ზევსის ბრძანებას ბრძოლის

ველიდან გასვლის შესახებ, ზღვის ღმერთი ამაყად უპასუხებს შიკრიკს:

არა, მე ზევსის წესი არ მწამს! ხომ დიადია

და ძალმოსილი, თავის წილხვედრს ფლობდეს მესამედს,

მე ნუ მაშინებს მკლავის ძალით, ვით საწყალობელს!

(XV, 194-196)

ამ სიტყვებში როდი ჩანს, რომ პოსეიდონს ზევსის ეშინია. ამ შემთხვევაშიც იმავე ხასიათის

წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე.

ჰერა VIII ქებაში ჩააგონებს აგამენონს, რომ მან გაამხნევოს ჯარი მართლაც, აგამენონი ლაშქარს

მიმართავს გამამხნევებელი სიტყვით და ევედრება ზევსს, იხსენიო ბერძენთა მხედრობა. ზევსს გული

მოულბება აცრემლებული აგამენონის სიტყვებზე ბერძნები მამაცურად იბრძვიან. მაგრამ ზევსი

25

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!