30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

პასუხად უთხრა ქალს პარისმა ფრთიანი სიტყვა:

”ნუ დამიღონებ, მეუღლეო, გულს საყვედურით.

დღეს ათენასთან ერთად მძლია მენელაოსმა.

440 მეც მელის ძლევა, ხომ ჩვენცა გვყავს ღმერთი მფარველი!

მო, დავწვეთ ახლა, ვიგრძნოთ სიტკბო ტრფიალებისა!

მკერდში არასდროს აღმგზნებია ასეთი ალი,

არც იმ ბედნიერ დღეს, როდესაც გამოგიტაცე

ლაკედემონის ქალაქიდან სწრაფი ხომალდით

445 და კრანაეში შეგვაერთა ტკბილმა ალერსმა. . .

შენი წადილით გული ახლაც ალამპრებულა!”

თქვა და წავიდა საწოლისკენ, თან მიჰყვა ცოლი

ერთად დიდებულ სარეცელზე დაწვნენ ნებივრად.

ატრევსის ძე კი ამ დროს მინდვრად, როგორც ნადირი

450 ისე დაძრწოდა, ალექსანდრე ვნახოო იქნებ.

მაგრამ ტროელებს და მათს სვიან მოკავშირეებს

როდი შეეძლოთ მოყმის კვალი ეჩვენებინათ,

თუმცა არ სურდათ დაემალათ მეგობრულ გრძნობით,

მათაც კი სძულდათ, ვით სიკვდილი აუცდენელი.

455 მაშინ ხმამაღლა განაცხადა აგამენონმა:

”მისმინეთ, სპანო ტროელთა და მოკავშირეთა!

ყველამ იხილა გამარჯვება მენელაოსის.

მაშ, დაგვიბრუნეთ ელენე და მიტაცებული

განძი ყოველი და ახლავე ხარკი გაიღეთ,

460 რომ ხსოვნა გაწვდეს ჩვენს შორეულ შთამომავლობას!”

აქაველებმა მოწონების ყიჟინა დასცეს.

ქება მეოთხე

ფიცის გატეხა. აგამენონის მიერ ლაშქრის შემოვლა

კრონიდის ოქროს სასახლეში ისხდნენ ღმერთები

და ბაასობდნენ, დედოფალი ჰებე ნარნარად

ოქროს ფიალით ურიგებდა უკვდავებს ნექტარს.

ერთურთს ეტყოდნენ სადღეგრძელოს და ტროის მხარეს

5 გადასქცეროდნენ, როცა ზევსმა ინება ჰერას

გაწიწმატება,

დამცინავად ჩაუარაკა:

”მენელაოსის მოკავშირედ ორ ქალღმერთს ვხედავ:

ჰერას არგიველს და ათენას ალაკომენეს,

მაგრამ ორივე შორს ბრძანდება, შორით უმზერენ

10 და ეს ამშვიდებთ.

77

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!