30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

395 ჩიტებს გაუდით რია-რია და არა ქალებს!”

ეს თქვა თუ არა, ოდისევსი ჩამოეფარა,

ჩაჯდა გმირი და გაგლეჯილი ტერფიდან მყისვე

იძრო ისარი.

დაურბინა ტკივილმა ტანში.

ეტლზე ავიდა და მეაბჯრეს სთხოვა გაქცევა

400 ამოფუღრული გემებისკენ.

გულს ტანჯვა ფლეთდა.

მარტოღა დარჩა შუბოსანი გმირი ოდისევს,

არგიველები ირგვლივ შიშის ზარმა გაფანტა.

ამოიოხრა, ასე უთხრა თავის მამაც გულს:

”ვაი, რომ მელის! შევრცხვე და ბრბოს შიშით გავექცე

405 მით უარესი, თუ მომისწრებს ბრბო მარტოშთნილს!

სხვა დანაელნი კრონიონმა მიჰფანტ-მოჰფანტა!

თუმც რად მიშფოთებს სულს სანუკვარს ასეთი ფიქრი

მხოლოდ უღირსი იხევს ხოლმე ბრძოლის ველიდან,

უეჭველია, კეთილშობილს სხვაგვარად მართებს -

410 მედგრად იცდიდეს, მას მოკლავენ თუ მოკლავს თვითონ!”

როცა ეს ფიქრი გმირს უმღრევდა გულს და გონებას,

მოადგა ტროელ ფაროსანთა რიგების სწრაფად,

გარს შემოერტყნენ და საიკვდილი ეწადათ მისი.

ტახს რომ მწევრები და ჭაბუკი მდევრები ალყას

415 შემოარტყამენ უსიერი ტყიდან გამოსულს,

ღრიჭო ხახიდან ღოჯები რომ მოუჩანს თეთრი,

მიესევიან. აღრჭიალებს საშინლად კბილებს.

მაგრამ მრისხანეს არ სტოვებენ მაინც მდევრები.

ასე ესხმოდნენ თავს ოდისევსს კრონიდის რჩეულს,

420 ის თავს იცავდა. ბასრი შუბით დეიოპიტე

დაჭრა პირველად მან მხარს ზემოთ. შემდეგ თოონი

და ენომოსი დასცა გმირმა ერთურთის გვერდით,

ქერსიდამონტი, ეტლიდან რომ დაბლა ხტებოდა,

ბაკმული ფარის ქვემოთ დაჭრა მუცელში შუბით.

425 ყრმა ძირს განირთხა, მიწა ხელით ჩაბღუჯა მწარედ.

გვამნი დასტოვა. ჰიპასიდი ქაროპე დასცა,

ძმა საყვარელი სახელოვან გმირის სოკოსის.

საშველად სოკოს გამოიჭრა ღმერთთა ბადალი

ახლოს მივიდა და შესძახა გააფთრებულმა:

430 ”ოდისევს! შრომით დაუღლელო და ცბიერებით

დაუშრეტელო! იმაყებს, რომ ორ ჰიპასიდს

ბრძოლაში სძლიე და წარსტაცე აბჯარ-ბექთარი,

ან ჩემი შუბით ძირს განრთხმული სულს განუტევებ!”

თქვა და ოროლი ფარს აძგერა ოდისევსისა,

435 ელვარე ფენა გაირბინა ძლიერმა შუბმა,

190

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!