30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სხვა ღვთაებანი ასულიყვნენ ოლიმპოს თხემზე,

ზოგი ბოღმით და ზოგიც ძლევით გულანთებული.

520 მეხისმტყორცნელი მამის ირგვლივ ჩამოჯდა ყველა.

ამ დროს აქილევს სპობდა ტროელთ, მათს ფეხმარდ ცხენებს.

კვამლი ზეცამდე ხანძრისაგან რომ აისვეტება,

ღმერთების რისხვით ოდეს ქალაქს ააგიზგიზებს,

ყველას ულევი შრომა ელის, ბევრს კი ვაება;

525 ასე არგუნა მტერს პელიდმა შრომა და ჭირი.

ღვთაებრივ კოშკზე პრიამოსი იდგა მცხოვანი.

ნახა საზარი აქილევსი. მისგან ილტვოდა

ყველა ტროელი, აწყდებოდნენ ერთურთს და ბრძოლა

აღარც ითქმოდა. აქვითინდა მეფე. მივიდა

530 და ასე უთხრა სახელოვან მცველებს კარიბჭის:

”ხელი ჩაავლეთ გახსნილ ბჭისკარს, ვიდრე ლტოლვილი

ლაშქარი ციხეს შეაღწევდეს! პელიდი სწრაფად

გვიახლოვდება, აღსასრულიც ახლოა ჩვენი!

მაგრამ როგორ კი გალავანში შემოვა ჯარი,

535 ჩაკეტეთ კარი, ზედ საძალნიც დაადეთ მტკიცე,

ვშიშობ, შინ ჩვენი ამომგდები არ შემოგვეჭრას!”

თქვა და გასწიეს კაცთ საძალნი, განახვნეს ბჭენი,

ბევრს ღია კარმა თვალისჩინი შეუნარჩუნა.

ტროელთ საშველად შეეგება მყის აპოლონი.

540 სპა ქალაქისკენ მიილტვოდა, ციხე-კოშკისკენ,

მტვრით დაფარული ისწრაფოდა ბრძოლის ველიდან.

შმაგად მოსდევდა შუბით მოყმე, გულაგზნებული

მძვინვარებით და საამქვეყნოდ დიდების ცეცხლით.

იმ დღეს დასცემდნენ აქაველნი ბჭემაღალ ტროას,

545 რომ აგენორი არ აღეგზნო უფალ აპოლონს -

შთამომავალი სახელოვან ანტენორისა.

გული აუნთო სიმამაცით, თვით იქვე იდგა,

რომ ასცდენოდა კაცთა სიკვდილის მსახვრალი ხელი.

ცაცხვთან მივიდა, მოიფარა ღრუბელი მრუმე.

550 მოყმემ შენიშნა აქილევსი ქალაქთმნგრეველი,

ანაზდად შედგა, ხოლო გული შიშმა გაკენწლა.

ამოიოხრა, გუნებაში გაივლო აზრად:

”ვაი ჩემს თავს! რომ გავექცე მას დაზაფრული,

როგორც გაურბის შიშით ყველა ფეხმარდ აქილევსს,

555 ხომ დამეწევა და, ვით ლაჩარს, თავსაც წამაცლის!

თუ ლტოლვილ სპათა მდევარ ვაჟკაცს თავი ვანებო,

ქალაქის მხარეს, ველს გავუყვე ილეიოსის,

სანამ მივაღწევ ტყემშვენიერ იდეს მწვერვალებს,

ტევრით დაფარულს და ბუჩქნარში დავიმალები

560 იქ მიმწუხრისას მთის ნაკადში ოფლს მოვიცილებ

350

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!