30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მეც ხომ იოლად

ძალმიძს ვთქვა სიტყვა დამცინავი და თავხედური.

ვიცი, რაოდენ ძლიერიც ხარ, მე - რარიგ სუსტი.

435 მაგრამ იციან ყოვლის შემძლე ღმერთებმა უკეთ,

ამაყ სულს როგორ ამოგართმევ შენზე უძლური -

აგერ, ამ შუბით, შუბისწვერი მაქვს წამახული!’

თქვა და ძალუმად მოიქნია, მაგრამ ათენამ

სულის შებერვით უკუაგდო ბასრი ოროლი,

440 უკან ღვთაებრივ გმირ ჰექტორთან შუბი მოფრინდა

და მის ფეხებთან დაენარცხა. ხოლო აქილევს

გულაგზნებული, მოყიჟინე, მოუთმენელი

მიეჭრა ჰექტორს.

აპოლონმა იხსნა ვაჟკაცი

უმალ, ვით ღმერთმა, გმირს წყვდიადი შემოახვია.

445 სამგზის დაესხა თავს ფეხმარდი გმირი აქილევს,

სამგზის გააპო მძიმე შუბით მხოლოდ წყვდიადი.

მაგრამ მეოთხედ რომ მოვარდა, ვით დაიმონი,

მაშინ შეჰყვირა ფრთიან სიტყვით მაუწყებელმა:

”კვლავ გაექეცი სიკვდილს, ძაღლო! სწორედ თავს გადგა

450 სიკვდილი, მაგრამ ისევ გიხსნა აპოლონ ღმერთმა!

ლოცულობ, ვიდრე მოსისინე ისრებს იხილავ!

კვლავ შეგეყრები, გავსწორდებით მაშინღა მაინც,

თუ ღმერთთა შორის დამრჩენია შემწე, მფარველი!

ახლა კი ტროელთ დაცავლეწავ, საცა მივწვდები!”

455 თქვა და იმავ წამს ყელში ჩასცა დრიოპოსს შუბი.

მის წინ ბარბაცით ყრმა დაემხო. თავი ანება

და მყის დემუქოსს ფილეტორიდს გაუპო მუხლი,

შუბი აძგერა, შეაჩერა სწრაფად მსრბოლელი,

შემდეგ აჩეხა, ამოართვა სული მახვილით.

460 ბიანტის ძენი -დარდანოს და ლაოგონოსი

მოაგელვებდნენ ეტლს.

ორივე ძირს დაანარცხა -

პირველს შუბი ჰკრა, მეორეს ხმლით მოუღო ბოლო.

ალასტორის ძე ტროსი ვაჟკაცს მუხლთ მოეხვია,

განა რა არის - შემიბრალოს, ტყვედ მიგულოსო.

465 ვინძლო, ფიქრობდა, არ მომკლავსო ტოლი თანატოლს,

ეჰ, უგუნური! რა იცოდა, რომ შეწყალებას

ამაოდ სთხოვდა. მის წინაშე ყრმა იდგა უთნო

და არა სათნო!

მუხლზე ხელით სწვდა და უნდოდა

შევედრებოდა, მაგრამ ღვიძლში მყის სატევარი

470 ბოლომდე ჩასცეს, სისხლი მკერდში ქაფად აჩქეფდა

და სულთმობრძავის თვალს წყვდიადი გადაეფარა.

336

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!