30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რომ იფარავდა, ვერ გაუძლო სპილენძის ფენამ

ბუნიკის ძალას, გაიკაწრა მეომრის კანი

140 და ჭრილობიდან ამოხეთქა წითელმა სისხლმა.

ძოწით რთავს ხოლმე ფინიკურ სპილოს ძვალს ქალი

მეონიელი -ცხენთა მდიდრულ საყბეურისთვის,

ხოლო პატრონი შინ ინახავს.

ბევრ მხედარს უნდა

ხელში ჩაიგდოს, მაგრამ განძს ვერ დაუფლებია,

145 ცხენი და მხედრის სახლოვან, მეფურ სამკაულს.

და შენც ასევე, მენელაოს, ძოწისფერ სისხლით

აგიფორაჯდა თეთრი თეძო, ლამაზი ფეხი.

მამაცთ მეუფე აგამენონს თავზარი დასცა

ძმის ჭრილობიდან მომჩქეფარე სისხლის ნაკადმა,

150 შედრკა არესის სანუკვარი მენელაოსიც,

როცა იხილა ჩაჭედილი წვერი ისრისა.

მაგრამ კვლავ გული სიმამაცით აევსო ვაჟკაცს.

აგამენონმა შეაშველა ძმას ხელი ოხვრით,

სპაც იქვე იდგა ნაღვლიანი. ალერსით უთხრა:

155 ”ძმაო, ძვირფასო, მე გაგწირე, როს ფიცი დავდე,

აქაველთ გამო შეგარკინე ტროელთ მხედრობას.

მათ კი შენ დაგჭრეს, დაარღვიეს აღთქმა ღვთიური!

რაღა ფასი აქვს ზენაარს და ზედაშენს, ზვარაკს,

ან ერთგულების ნიშნად ნები ნებს რად დაერთო,

160 თუ აღთქმას აღარ აღასრულებს ღმერთი მაღალი,

თუმც გვიან, მაგრამ მაინც მოსთხოვს აღთქმის საზღაურს,

შვილების, ცოლის და საამო სიცოცხლის ფასად!

ჩემს სულს ღრმა რწმენა დაეუფლა და გული მითქვამს,

რომ ილიონის ბჭე ოდესმე განადგურდება,

165 პრიამოსიც და სპა შუბოსან პრიამოსისა.

მაღლივმეუფე კრონიონი, ეთერის მკვიდრი,

ტროელთა თავზე აიგიდას მოიქნევს საზარს,

გაუტანლობით გულგამწყრალი. ასე იქნება!

მაგრამ მე მომკლავს მწუხარება, ო, მენელაოს,

170 თუ სულთმობრძავი აქა ჰპოვებს სიცოცხლის სამანს!

მელის უწყალოდ გაწბილებულს უწყალო არგოსი,

აქაველებსაც სამშობლოში დარდი დასერავს.

ჩვენ აქ დავტოვებთ პრიამოსის, ტროელთ საამოდ

ლამაზ ელენეს.

შენი ძვლებიც დაინაცრება

175 შორეულ ტროის მიწა-წყალზე დაშლილ-დაფშვნილი.

მაშინ ტროელიც გულზვიადი ამაყად იტყვის,

მენელაოსის საძვალეზე ფეხით შემდგარი:

”ასემც იყრიდეს ხოლმე მტრის ჯავრს აგამენონი!

81

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!