30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ორიონს ძაღლს უწოდებენ მას, ვარსკვლავთ შორის

30 ყველაზე ნათელს, მაგრამ ცნობილს ავის მორბედად:

ციებ-ცხელებას მოჰგვრის ხოლმე უბედურ მოკვდავთ.

ასევე პელიდს უელავდა მკერდზე სპილენძი.

შეჰყვირა, თავსი ხელი იცა მოხუცმა მეფემ,

ზეცას ვედრებით შეღაღადა და ცრემლნი

35 ეხვეწებოდა საყვარელ ძეს. ის კი ჯიუტად

და უხმოდ იდგა, აღგზნებული ბრძოლის სურვილით.

მამამ საბრალომ ხელიც, სიტყვაც მისკენ მიმართა:

”ჰექტორ, ძვირფასო შვილო ჩემო! ნუ უცდი ამ კაცს

მარტო, უსხვისოდ, აღსასრული არ ჰპოვო ვინძლო

40 პელიდის ხელით: შნზე მძლავრი მეომარია!

ნეტავ, ისევე ღმერთს უყვარდეს, როგორც მე მიყვარს,

მაშინ ხომ მის გვამს ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთდა ძაღლი

და ყოველგვარი სადარდელი ამცილდებოდა!

რამდენი შვილი მოწიფული მომტაცა გმირმა,

45 ან მოკლა, ანდა გამიყიდა შორს, კუნძულებზე!

ახლაც ვერ ვხედავ ვერც ლიკაონს, ვერც პოლიდოროსს. . .

არ ჩანან ქალაქს შემოხიზნულ ტროელთა შორის.

ისინი შობა ლაოთოემ, ქალთა ხელმწიფემ.

თუ ცოცხლადა ჰყავთ აქაველებს დატყვევებულნი,

50 გამოვისყიდით ოქრო-რვალით: უხვად გვიძს შინა.

ასულთან ერთად ბევრი განძიც მიბოძა ალტემ.

თუ მოკლა ორივ, ჰადესს შთანთქა, ახა-ვაი მე,

ვაი დედასა! მწუხარების შვილნი გვიშვია!

მაგრამ ხალხს ნაკლებ სავალალო ერგება ხვედრი,

55 ოღონდ შენ შერჩი, აქილევსმა შენ არა გძლიოს!

შემოდი, შვილო, ამით იხსნი ტროელ მამაცებს,

ტროელ დიაცთაც. არ აჩუქებ ძლევის დიდებას

პელიდს! სიცოცხლეს აღარ დათმობ ტკბილს და სანუკვარს!

მეც შემიბრალე, სანამ ვსუნთქავ მე უბედური,

60 მოხუცი, ვისაც ზედ სამარის კართან სჯის ზევსი

და აიძულებს განიცადოს ყველა ტკივილი:

ძეთა სიკვდილი და ასულთა წაგვრა მონებად,

სამთიობოთა ნგრევა, შვილთა, უცოდველ ჩვილთა

ძირს დახეთქება ამ დამღუპველ ბრძოლის გნიასში,

65 რძალთა წახმევა, წაგვრა, თრევა აქაველთ ხელით. . .

ბოლოს მეც მკვდარი დავეცემი, ზედ კარის ზღურბლთან

ხარბი ძაღლები დამჯიჯგნიან, როცა სპილენძით

მტერი გამიპობს გულს და ტანჯულს სულს ამომართმევს.

ვინც ნასუფრალით გამიზრდია კარიბჭის მცველად,

70 ჩემსავე სისხლს რომ დააძღება, გულნაღვლიანი

მახინჯ ცხედართან წამოწვება . . . ო, შვენის ჭაბუკს

ველზე დაცემაც, როს სპინელძით გულს გაუპობენ,

მკვდარიც კი, თუნდაც გააშიშვლონ, მშვენიერია!

353

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!