30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თავსაც წავაცლი მე, შენს გამო შურისმგებელი!”

თქვა და გმირ ჰექტორს უკადრისი საქმე აკადრა:

25 პირვე განართხო პატროკლეს წინ დარდანიონი.

მხრიდან მოიხსნეს მებრძოლებმა აბჯარ-ბექთარი,

მოყელყელავე ბედაურნი აუშვეს შემდეგ.

ჩამოსხდნენ ახლოს აქილევსის ნავ-ხომალდებთან

და გაუმართა აქილევსმა უხვი ქელეხი.

30 მრავალი ხარი ააბღავლა რკინის ხანჯარლმა,

მრავალი კანჯარის და ბატკნის კიკინი ისმა.

მსუქან ღორების, თეთრეშვიან ტახების ხორცი

ჰეფესტოს ცეცხლზე შეედგათ და იხრაკებოდა

სისხლი პატროკლეს ირგვლივ ჩქეფდა კოკისპირულად.

35 ხოლო ფეხმარდი აქილევსი ამ დროს მიიხმეს

აგამემნონთან აქაველთა თემისთავებმა,

ბევრი ეცადნე, დაარწმუნეს დარდმორეული.

აგამემნონმა კარვის ირგვლივ შეკრებილ მოყმეთ

და თვის შიკრიკებს ომახიანთ უბრძანა, ცეცხლზე

40 რვალის სამფეხა შემოედგათ, ეგებ ინებოს

მტვრისა და სისხლის ჩამობანა აქილევსმაო.

იგი გადაჭრით უარს ჰყოფდა, იფიცა კიდეც:

”ზევსს გეფიცები, უზენაეს, უმხნეს ღვთაებას!

არ შემერგება აბაზანა, გინდ ისარნები,

45 სანამ პატროკლეს ცეცხლს არ მივცემ და შავ სამარეს,

სანამ კულულებს არ შევიკვეც! მსგავსი ვაება

რა დამატყდება, ვიდრე ცოცხალთ შორის ვეთრევი!

გვიჯობს ვიჩქაროთ და შევუდგეთ ახლავე ქელეხს.

მამაცთა მეფევ, აგამემნონ, უბრძანე მალე

50 შეშა მოზიდონ კოცონისთვის და მოამზადონ,

რაც კი შეჰფერის მიცვალებულს, ქვეშეთში ჩამსვლელს.

დე, მენეტიდი წმინდა ალმა შთანთქას, დაფაროს

თვალთაგან ჩემთა და ლაშქარიც შეუდგეს საქმეს”.

ასე თქვა.

რიდით მოუსმინეს და ნებას დაჰყვნენ.

55 მალე კარავში გაიმართა დიდი სერობა.

ყველა ტკბებოდა, აამებდნენ გულს სანოვაგით.

როცა პურ-ღვინით დაუამდათ შიმშილის გრძნობა,

განსასვენებლად გაიფანტნენ კარვებისაკენ.

მხოლოდ პელიდი მოგუგუნე ზღვის პირად იწვა

60 მწარედ მკვნესარი. სპათა გაჰყვა მირმოდინელთა.

ჩამხობილიყო. მღვრიე ტალღა ღრღნიდა ნაპირებს.

აქილევსს გული ტკივილების დამატკბობელი

ძილი თანდათან მოერია. გადაღლილიყო

ტროის გალავნის ირგვლივ გმირი ჰექტორის დევნით.

365

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!