30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

არგიველთ დაცვას, თუმც სწყურიათ შეწევნა შენი!

მრავალს იძლევა და შემდეგშიც გპირდება მრავალს,

520 მდაბალი თხოვნით სახელგანთქმულ გმირებს გაახლებს,

რჩეულ არგიველთ, უსაყვარლესთ შენთვის ესოდენ.

აბუჩად ნურც მათს სიტყვას იგდებ, ნურც მათ ვედრებას.

სამართლიანად მრისხანებდი, უფლებაც გქონდა.

ბევრი გვსმენია ჩვენ თქმულება ძველ გმირებზედაც,

525 რისვა მხურვალე ედებოდა ხოლმე მათს სულსაც,

მაგრამ ტბილ სიტყვით მოლბებოდნენ და მოსაკითხით.

მახსოვს მე ერთიც, არ ახალი, ძველი ამბავი,

მინდა გიამბოთ, მეგობრებო, თუ როგორ მოხდა:

იბრძოდნენ ერთხელ კურეტნი და ეტოლიელნი,

530 შეებნენ ერთურთს კალიდონის მისადგომებთან.

ეტოლიელნი მათს საყვარელ ქალაქს იცავდნენ,

ხოლო კურეტებს სურდათ ბრძოლით დაემხოთ ციხე.

არტემის, ოქროსტახტიანი, განრისხებია

ოინევსს, მას რომ ნაყოფიერ ბაღიდან ძღვენი

535 არ მიუცია.

ჰეკატომბე უძღვნა სხვა ღმერთებს,

მას არ შესწირა მსხვერპლი, დიად კრონიდის ასულს

არ ისურვა თუ არ ახსოვდა, დიდად შესცოდა.

მრისხანე ღმერთის წულმა, მშვილდით გალაღებულმა,

თეთრეშვიანი შმაგი ტახი მყისვე მიუშვა,

540 დათარეშობდა ოინევსის ბაღში ნადირი.

ერთი-მეორეს მიაწვინა, ძირფესვიანად

ამოუთხარა ტანმაღალი ვაშლი, ხეხილი.

ბოლოს ის მოკლა მელეაგროს ოინეიდმა,

მოუხმო ციხით მონადირეთ, მრავალ მწევრითურთ.

545 ისეთი იყო, მცირე ძალით ძვრასვ ვერ უზამდნენ,

მრავალი მოყმე სავალალო კოცონს შეერთო.

სასტიკი შუღლი მის გარშემო ატეხა ღმერთმა,

ჯაგრით დაფარულ ტყავის, თეთრი ეშვების ეშხით

ერთურთს შეებნენ კურეტნი და ეტოლიელნი.

550 სანამ თან ჰყავდათ ეტოელიელთ მელეაგროსი,

კურეტებს ერთობ გაუჭირდათ, აღარ შეეძლოთ

გალავნის გარეთ ბრძოლა, თუმც კი არ აკლდათ ძალა.

მაგრამ ამ დროს გმირ მელეაგროსს რისხვა მოედო,

საზრიან კაცსაც მკერდში გულს რომ უფორიაქებს.

555 ძვირფას დედაზე დაიბოღმა - ალთაიეზე.

მიუწვა ლამაზ კლეოპატრეს - ცოლს, ევენინეს

მეუღლის, მსუბუქფეხებიანმარპესეს ასულს

და იდეოსის, იმდროინდელ მამაცი გმირის.

თვით ისრისმფლობელ ფოიბოსზე მას აღუმართავს

560 მშვილდი ფეხნატიფ ნიმფას გამო და იმ დროიდან

მშობელმა მამამ, ღირსეულმა დედამ უწოდეს

162

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!