30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

”შენ ოლიმპოზე მოხვედ თეტის, გულდარდიანი.

105 ვიცი, რომ გეწვის უნუგეშო სევდით გულღვიძლი,

მაგრამ გაუწყებს, თუ რად გიხმობ ოლიმპოს თხემზე.

უკვდავთა შორის ცხრა დღეს იყო დიდი ცილობა,

გმირმა ჰექტორმა და პელიდმა გაჰყვეს ნეტარნი:

ბევრი ჰერმესს თხოვს, მოიტაცოს ცხედარი გმირის.

110 მე კი აქილევსს მსურს დიდება კვლავ მივანიჭო,

გულში მაქვს შენი სიყვარული და მოკრძალება.

აქაველთ ბანაკს მიუბრუნდი, ამცნე, ქალღმერთო:

შემოსწყრომიან ღმერთნი პელიდს, ხოლო მათ შორის

მე უფრო ვწუხვარ, მრისხანებას რომ აჰყოლია,

115 საზღაოს არ იღებს და გემებთან იტოვებს ჰექტორს.

თუ ჩემი რიდი აქვს, გაიღოს ჰექტორის გვამი.

მე კი ვაგზავნი ქალღმერთ ირისს, რომ პრიამოსი

ძის დასახსნელად აქაველთა გემებს ეწვიოს,

გულის საამო საჩუქრები მიართვას პელიდს”.

120 ასე თქვა, ნებას დაჰყვა თეტის ვერცხლისფეხება,

ოლიმპოს მთიდან მეყსეულად ძირს გადმოიჭრა,

მალე მიადგა შვილის ბანაკს. ნახა კარავში.

მოყმე მკვნესარი. მეგობრები იქვე იხილა,

გულმოდგინებით ამზადებდნენ დილის საუზმეს.

125 ვერძი დაეკლათ, ძირს დაედოთ ხშირმატყლიანი.

მწუხარე შვილის გვერდით დაჯდა დედა-ღმერთქალი.

ეფერებოდა, სახელდებით ეტყოდა ასე:

”გულს რატომ იკლავ, შვილო ჩემო, გლოვით და დარდით,

აღარც კი გახსოვს პურისჭამა და სარეცელი.

130 სანეტაროა ქალთა ტრფობით სიამტკბილობა.

დიდი დღე როდი გიწერია, შენს წინაშეა

თვითონ სიკვდილი, ბედისწერა აუცდენელი.

ახლა მისმინე, მოციქული გახლავარ ზევსის.

მან თქვა, ღმერთები გიწყრებიან, ხოლო მათ შორის

135 ყველაზე მეტად მე ვჯავრობო: რისვას არ იშლის,

ძვენს არ იღებსო და გემებთან იტოვებს ჰექტორს.

გაეცი გვამი და მიიღე გამოსასყიდი!”

პასუხად უთხრა აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:

”მოვიდეს, ვინცა ძღვენს მთავაზობს, მიიღოს გვამი,

140 თუკი გადაჭრით ასე ბრძანებს ოლიმპიელი”.

როს მირმიდონელთ ხომალდებთან შვილიდა დედა

ერთმანეთს ასე მიმართავდნენ ფრთიანი სიტყვით,

ზევსმა წარგზავნა ილიონში მარდი ირისი:

”გაფრინდი, ირის, უკან დაგრჩეს ოლიმპოს თხემი

145 და ილიონში მოახსენე სულდიდ პრიამოსს,

მივიდეს შვილის დასახსნელად აქაველთ გემთან,

389

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!