30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მზესა და მიწას, სხვა ზვარაკი - დიად კრონიონს.

105 უხმეთ პრიამოსს და თვითონვე თქვას ზენაარი,

რაკი მის შვილთა სიტყვას კაცი ვეღარ ენდობა.

დე, ვერვინ შეძლოს ღმრთის წინაშე ფიცის გატეხა.

ვერ ერწმუნება ჭაბუკის გულს, ფუქსავატ ნათქვამს

ხოლო მოხუცი მუდამ განსჯის წინდახედულად,

110 ორსავე მხარეს იგი მხოლოდ კუთვნილს მიუზღავს”.

აქაველთ ჯარმა და ტროელთა სპამ გაიხარა,

იგრძნეს, რომ ბოლო ეღებოდა ომის სატანჯველს.

ცხენნი დააცხრეს, ეტლებს ახსნეს მოსართავები,

განიარაღდნენ, საჭურველი ახლოს დაიდვეს.

115 მებრძოლთა შორის მხოლოდ ვიწრო მინდორი დარჩა,

ჰექტორმა ორი მალემსრბოლი გაგზავნა ტროას,

კრავნი მოასხით და პრიამოსს თხოვეთო მოსვლა.

იგივე უთხრა ტალთიბიოსს აგამენონმა -

ზვარაკად კრავნი მოეყვანათ ხომალდებიდან.

120 დაემორჩილა მალემსრბოლი ატრიდის ნებას.

ირისს უნდოდა თეთრხელება ელენესათვის

სიტყვა ეთქვა და ძვირფას მულის სახე მიეღო,

რომელს ქმრად ჰყავდა ჰელიკაონ ანტენორიდი.

ღმერთი ემსგავსა პრიამოსის ქალს ლაოდიკეს,

125 ჩარდახს შევიდა, სად ელენე ქსოვდა მშვენიერ,

ორხაულ ფარდაგს. აესახა ზედ შერკინება

ტროელ მხედართა და აბჯროსან აქაველების,

ბრძოლა, არესის მკაცრი ხელით ტანჯვის მომგვრელი.

ასე მიმართა ქალს ფეხმარდმა მაცნე ირისმა:

130 ”ძვირფასო ნიმფავ,ნახე საქმე გასაკვირველი

ტროელ მხედართა და აბჯროსან აქაველების!

ნახე ლაშქარი, არესის ხმით გულანთებული

ველზე რომ იდგა, სისხლისმღვრელი ომი სწყუროდა.

როგორ დაწყნარდა! ბრძოლა შეწყდა და მეომარნი

135 ფარს დაყრდნობიან, ჩაურჩვიათ შუბი მიწაში.

მხოლოდ გმირ პარისს, მენელაოსს - არესის რჩეულს

სწადიათ ერთურთს შეერკინონს რვალის შუბებით,

რომ შენ სანუკვარ მეუღლედ გცნოს გამარჯვებულმა”.

უთხრა და სულში ჩაუღვარა გრძნობა უტკბესი -

140 ფიქრი ქალაქზე, პირველ ქმარზე, ნათესავებზე.

ადგა ელენე, სხივმოსილი სპეტაკ ქსოვილით,

სამთიობოდან გამოვიდა, მდუღარე ცრემლი

თვალზე მოადგა. მოახლენი მიჰყვნენ: აითრე -

პიტთევსის ქალი და კლიმენე თვალებციმციმა.

145 მალე მიადგნენ სკაიას ბჭეს, მაღლა აღმართულს.

იქ იყვნენ: მეფე პრიამოსი და თიმოიტე,

69

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!