30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ძელებს გამოთლის, ძალას აძლევს მოწადინება. . .

ასევე ურყევ სულს ფლობ, მაგრამ ნუ დაამცირებ

სასიყვარულო მადლს ოქროვან აფროდიტესი.

65 ღვთაების ჯილდო არასოდეს დაიწუნება,

რადგან თვით გვაძლევს, ვერ მოვიხვეჭთ ჩვენი სურვილით!

შენ გინდა ბრძოლად გამოვიდე, მტერს შევერკინო

უბრძანე ტროელთ და აქაველთ - დაწყნარდეს ყველა,

შუაში გავალთ მე და გმირი მენელაოსი,

70 ელენესათვის შევებმებით სპათა წინაშე.

ვინც გაიმარჯვებს ჩვენ ორს შორის, ყველა საუნჯეს

გაითავისებს და დიაცსაც სახლში წაიყვანს.

თქვენ კი, ფიცის და მეგობრობის ერთგულნო, დარჩით

ტროაში!

წავლენ აქაველნი გემებით არგოსს,

75 ლამაზ ქალებით დამშვენებულ აქაიაში”.

ასე ბრძანა და გულს მოეშვა ღვთაებრივ ჰექტორს,

შუაში ჩადგა, ჩაარიგა ტროელთა ფლანგნი.

ხელთ ეპყრა შუბი, დაშოშმინდა მაშინ ლაშქარიც. . .

მაგრამ მოზიდეს მშვილდნი გმირმა აქაველებმა,

80 მრავალს ოროლის და შურდულის ტყორცნა ეწადა.

ხმამაღლივ ლაშქარს მოუწოდა აგამენონმა:

”არგოსის მკვიდრნო. აქაველნო! იყუჩეთ, ყრმანო!

ზუჩმოელვარე ჰექტორს სიტყვა უნებებია!”

ასე უბრძანა, დააოკა ბრძოლის წყურვილი.

85 ლაშქარს მიმართა ღვთაებრივმა გმირმა ჰექტორმა:

”ყური მომაპყართ, ტროელნო და მხნე აქაველნო,

აი, რა უნდა ალექსანდროსს - ამ ბრძოლის მიზეზს:

ტროელთ მოუხმოს და აქაველთ, აბჯრით შემოსილთ,

უხვნაყოფიან ველზე დადონ შუბ-ფარ-შიმშერი.

90 თვითონ შეხვდება მენელაოსს, არესის რჩეულს

და ელენესთვის მას საჯაროდ შეერკინება.

ვინც გაიმარჯვებს იმ ორს შორის, ყველა საუნჯეს

დაეუფლება და დიაცსაც სახლში წაიყვანს.

ჩვენ კი ძმობა ვთქვათ და შევიკრათ ღვთაებრივ ფიცით!”

95 ასე ამბობდა, სპა უსმენდა სულგანაბული.

მენელაოსმა კი ასე თქვა კეთილშობილმა:

”მეც მომისმინეთ! დარდი სერავს ჩემს გულს საზარი,

დიდიხანია ამას ვფიქრობ: დროა, შერიგდნენ

ტროელები და არგიველნი. ბევრი გხვდათ ჭირი

100 ალექსანდროსის და ატრიდის ქიშპობის გამო.

ვისაც ჩვენს შორის უწერია სიკვდილი ბედად,

ნურც გადარჩება, თქვენ კი ახლავ უნდა შერიგდეთ.

მსხვერპლად შევწიროთ თეთრი კრავი და შავი ცხვარი

68

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!