30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მუსრი გაავლო ხალხს.

უკვდავი ღმერთის ისრები

თავით ბოლომდე მთელს ბანაკში სიკვდილს თესავდნენ.

385 ბრძენმა კალქანტმა გვამცნო ნება ფოიბოსისა.

დავაცხროთ-მეთქი, პირველმა ვთქვი, ღმერთი მძვინვარე.

რისხვით აინთო აგამენონ, ზეწამოიჭრა,

მემუქრებოდა, აღასრულა კიდეც ქადილი!

ქრისეში მიჰყავთ აქაველებს ასული მოგვის,

390 მსუბუქ ხომალდით აპოლონი ზვარაკი მიაქვთ.

ჩემთან კი მეფის ორი მაცნე მოვიდა ახლა,

ბრისეს ასული გამომტაცეს, ჯილდო ძვირფასი!

დედაო, შენ ხომ ძლიერი ხარ, შენ შემეწიე,

ოლიმპოს წადი, შეევედრე ზევსს ყოვლისშემძლეს,

395 სიტყვით ან საქმით თუ ოდესმე გიამებია.

სიყმაწვილის ჯამს მე მსმენია, მშობლიურ სახლში

ამაყად გითქვამს, რომ თვით ზევსი, ღრუბელთმქუფრავი

უკვდავთა შორის შენღა იხსენ მძიმე ხვედრისგან;

ოდეს ღმერთებმა გაუბედეს მამას შეთოკვა -

400 პოსეიდონმა, ათენამ და ხელთეთრა ჰერამ,

ქალღმერთო, შენღა დაამსხვრიე ზევსის ბორკილი!

მრავალქედიან ოლიმპოზე უხმე ასხელას

(ღმერთნი ბრიარეს უწოდებენ, კაცნი - ეგეონს), -

საშინელ ტიტანს, რომ აჭარბებს მამასაც ძალით.

405 კრონიდთან დაჯდა ბუმბერაზი, მძლავრი, ამაყი.

ღვთაებებს შიში შეეპარათ, უკუდგნენ მყისვე. . .

ეს მოაგონე, მუხლზე ხელი მოხვიე აჯით,

რომ მამას ჩვენსას ტრიელების ეჭიროს მხარე,

არგიველები გემებამდე, ზღვამდე მიჭეჭყოს,

410 მოსრას და მოსპოს. დაე, მეფის შეიცნოს ფასიც,

იგრძნოს ატრიდმაც ქედმაღალმა - რა დააშავა,

რომ შეურაცხჰყო გულუმხნესი აქაველთ შორის!”

პასუხად უთხრა შვილს თეტისმა თვალცრემლიანმა:

”შვილო, რად გზარდე, ვარამისთვის მხოლოდ შობილო!

415 ღმერთმა ქნას, შეძლო აქვე დარჩე უცრემლ-უნაღვლოდ,

მცირე გაქვს დღენი სიცოცხლისა, ახლოა ბოლო,

ყველა მოკვდავზე უფრო ადრე შეხვდები სიკვდილს!. . .

ავ დღესა გშობე, შვილო ჩემო, მშობლიურ სახლში. . .

წავალ თოვლიან ოლიმპოზე და ელვისმტყორცნელს

420 წვრილად ვუამბობ ყოველივეს, იქნებ მისმინოს.

ხოლო შენ დარჩი მირმიდონელთ მალემსრბოლ გემთან -

განრისხებული და ლაშქრობას თავი არიდე.

მეხისმტყორცნელი წუხელ შორეთს, ოკეანეში

ღმერთებთან ერთად ეთიოპებს სტუმრად ეწვია.

425 მეთორმეტე დღეს დაბრუნდება ოლიმპო მთაზე.

40

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!