30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მყისვე გააპო მოხატული აბჯარ-ბექთარი,

გმირს ფერდზე კანი გააცალა, მაგრამ ათენამ

არ დაანება რვალს წიაღი მოყმის სხეულის.

იგრძნო, რომ სიკვდილს არ უქადდა სპილენძი.

ოდნავ

440 უკუდგა გმირი და შესძახა ჰიპასოსის ძეს:

ავის მთესველო, არ აგცდება ახლა დაღუპვა!

შენ გადამიდექ ფრიგიელთა ფალანგთან მებრძოლს

და ამიტომაც წინასწარვე სიკვდილს გიმისნებ.

შუბით ძლეული მომანიჭებ სახელ-დიდებას,

445 ჰადესს - რშებით მოამაყეს სულსაც არგუნებ!”

ეს თქვა თუ არა, მყის სოკოსმა აქცია ზურგი

და მომართული შუბი მოყმეს ქედში ჩაერჭო

ზედ ბეჭთა შუა და გამჭოლად გააპო მკერდი.

ზათქით დაცემულს ოდისევსმა ჰრქვა მოზეიმემ:

450 ”სოკოს, ო, ძეო ცხენთა მხედვნელ ჰიპასოსისა!

ვერ გაექეცი სასიკვდილო ხვედრს, საცოდავო!

აწ ვეღარც დედა ღირსეული და ვეღარც მამა

ვერ დაგიხუჭავს თვალს, შეხვდები მტაცებელ ფრინველთ,

ფრთების ფართქუნით დასაფლეთად დაგაცხრებიან!

455 მე კი, თუ მოვკვდი, არგიველნი დამდებენ პატივს!”

ასე შესძახა და ძლიერი სოკოსის შუბი

ფარს და იარას მოაშორა მძლე ოდისევსმა,

სისხლი იარაღს თან ამოჰყვა. სული შეეკრა.

ტროელთ როგორც კი ოდისევსის შენიშნეს სისხლი,

460 ერთურთს შესძახეს და ერთისკენ გაიჭრა ყველა.

უკან იხევდა გმირი, მოძმეთ შველასა თხოვდა.

სამჯერ იყვირა, რაც კი ხმა აქვს ერთ ადამიანს,

სამჯერ ისმინა ეს ძახილი მენელაოსმა,

ატრიდმა იქვე მყოფ აიანტს სწრაფად მიმართა:

465 ”ტელამონიდო, აიანტო კეთილშობილო!

ხმა მესმის გმირი ოდისევსის, ხმა მომხმობელი!

ასე ჰგავს, თითქოს, შესევია, ტანჯავს მარტოსულს

ტროელთა რაზმი, ასპარეზზე გზა მოუჭრიათ.

უნდა დავიცვათ ოდისევსი, ჩქარა, ძმობილო!

470 შიშით ვთრთი, მარტო ტროელთ სორის არ დაიღუპოს,

თუმც მამაცია! დარდი მოგვსპობს მაშინ აქაველთ!”

თქვა და გაიჭრა უკვდავთ სადარ მოყმის თანხლებით.

მალე შენიშნეს ოდისევსი. ბრბო გარს უვლიდა,

ვით მთის ფერდობზე მგლები, სისხლის მოწადინენი.

475 ქორბუდა ირემს. მონადირემ ფრთიანი ისრით

დაჭრა, თუმც ვეღარ დააკავა. მიქრის ფეხმარდი,

191

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!