30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საზღოც აახლოს, რომ მოალბოს პელიდის გული.

მაგრამ მივიდეს მარტო, მეფეს არავინ ახლდეს.

მხოლოდ მოხუცი მაცნე წაჰყვეს, რათა ჯორები

150 სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან

და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი.

სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკაროს,

მეგზურს ვუშოვნი ისეთს - თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს.

იგი გაჰყვება, სანამ მოხუცს პელიდს წარუდგენს.

155 და როს მიიყვანს აქილევსის კარავთან, მტრულად

ხელს არ აღმართავს მასზე გმირი, არც სხვას მიუშვებს:

ბრიყვი როდია, უპირსწყალო, ცოდვას ჩვეული,

იგი ყოველთვის მავედრებელს მოწყალედ ხვდება”.

ამის თქმა იყო და გაიჭრა მარდი ირისი,

160 პრიამეს სახლში გოდება და ქვითინი დახვდა.

მამის ეზოში, ზღურბლთან ისხდნენ მოხუცის ძენი,

სამოსი ცრემლით სველი ჰქონდათ, მათ შუა იწვა

სულ მთლად ქლაინით დაფარული მეფე პრიამოს.

თავზე, კისერზე ეცხო ბედკრულ მოხუცს ტალახი,

165 მიწად მხოხავმა თავი თვისი თვით წაიბილწა.

რძალ-წულნი სახლში შეყუჟულნი ტიროდნენ უხმოდ,

მოიგონებდნენ სამეფოის გულმაგარ მცველებს,

არგიველთ ხელით ვის უდღეოდ აღმოხდა სული.

ნელა მივიდა ზევსის მაცნე მოხუც მეფესთან,

170 ჩუმად მიმართა, თუმც მის სახსრებს თრთოლვა მოჰგვარა:

”ო, დარდიანო, ჩემი ნუ გაქვს შიში, მე შენთან

როდი მოვსულვარ მაუწყებლად საზარ ამბისა.

კეთილმოსურნე მოციქული გახლავარ ზევსის:

მას, თუმც შორს არის, გული სტკივა შენზე, მოხუცო,

175 გიბრძანებს, გვამი ჰექტორისა გამოისყიდო,

ძღვენიც აახლე, რომ მოალბო პელიდის გული,

მაგრამ ტროელი არვინ გახლდეს, მარტო შენ გასწი.

მხოლოდ მოხუცი მაცნე წაგყვეს, რათა ჯორები

სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან

180 და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი.

სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკარო,

მეგზურს გიშოვნის ისეთს, თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს.

იგი გაგყვება, სანამ მიხვალთ მძლე აქილევსთან.

და როს შეგიყვანს აქილევსის ფართო კარავში,

185 ხელს არ აღმართავს შენზე გმირი, არც სხვას მოუშვებს:

ბრიყვი როდია, უპირისწყლო, ცოდვას ჩვეული,

იგი ყოველთვი მავედრებელს მოწყალედ ხვდება”.

თქვა და გაფრინდა კვლავ ირის ქარიშხლის მსგავსი.

390

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!