30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიწყივ სავსეა: სვამ ჩემსავით, რაც გულს სწყურია.

გასწი ამაყად, ვით ყოველთვის, მტერთან საომრად!”

265 პასუხად უთხრა კრეტელების მხედართმთავარმა:

”ატრიდო, მარად გიერთგულებ რჩეულ მეგობარს,

მოცემულ სიტყვას მე არასდროს არ გადავსულვარ.

ნუ დაყოვნდები, გაამხნევე სხვა აქაველნიც.

შევუდგეთ ბრძოლას! წმინდა ფიცი გატეხეს ტროელთ,

270 პირველად მათვე ელით ტანჯვა, განადგურება,

ვინც ფიცი დაგმო, შეურადცხგვყო მუხანათურად!”

ასე ამბობდა და გასცილდა გულმხნე ატრიდი,

სპა გაიარა და მიადგა გმირი აინტებს.

ბრძოლის თადარიგს შესდგომოდნენ ლაშქარმრავალნი.

275 როცა სერიდან ხედავს ხოლმე მწყემსი შავ ღრუბელს,

ზღვაზე დაფენილს, ზეფირი რომ მიერეკება,

შორიდან შავი ეჩვენება, მჭვარტლივით შავი,

ზღვის ზემოთ მსრბოლი და ქარიშხლის წინამორბედი.

შეძრწუნებული მწყემსი ფარას მღვიმეში სდევნის, -

280 სწორედ იმ ღრუბელს ჰგავდნენ სპანი აიანტისა,

სისხლისმღვრელ ბრძოლას ესწრაფოდნენ ხშირნი ფალანგნი,

ხშირი ფარ-შუბი შეემართათ მრისხანედ მაღლა.

მათი შემყურე ცას ეწია აგამენონი,

ფრთიანი სიტყვა მიაგება რჩეულ ვაჟკაცებს:

285 ”ჯაჭვისპერანგა არგიველთა ქველნო ბელადნო,

აიანტებო! არ გიბრძანებთ ხალხის ანთებას

ბრძოლის სახმილით, თქვენ ისედაც აქეზებთ ლაშქარს.

ზევსო მამაო, ათენავ დ მძლეო აპოლონ!

ყველას ძარღვებში სიმამაცე რომ ჩქეფდეს მსგავსი,

290 ძირს განირთხმოდა პრიამოსის ციხე-ქალაქი,

გმირთა მარჯვენით ნაცარტუტად იავარქმნილი”.

ასე უთხრა და გაემართა სხვათა მოხილვად.

შეხვდა ნესტორი პილოსელი, ტკბილმოუბარი,

რაზმებს აწყობდა, საბრძოლველად სულს აღუნთებდა.

295 თან პელაგონი, ალასტორი და ქრომიოსი

ახლდნენ წინამძღოლს, ჰაიმონიც, მეფე ბიანტიც.

მხედრები თვისი ეტლებითურთ წინ დააყენა,

მათ უკან ბევრი გულუმხნესი იდგა ქვეითი -

ბრძიკუს ბურჯები. ხოლო მხდალნი შუა მოექცნენ,

300 რათა ებრძოლათ იძულებით ან თვისი ნებით.

თავდაპირველად მხედრებს მისცა რჩევა მოხუცმა -

მწკრივს ნუ დაშლითო, რია-რია ნუ ირევითო:

”არვინ მარულა არ გამართოს წინასწარულად,

წინ არ გაიჭრას ტროელებთან შებმის მსურველი

305 და არც ჩამორჩეს: ამით თქვენს თავს დააუძლურებთ.

84

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!