30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვინც თავის ეტლით შეეხლება ეტლს შემხვედურისა,

შუბი იმარჯვოს წამახული, ხსნა ჰპოვოს ამით.

ასე ვანგრევდით ჩვენც გალავნებს, ციხე-ქალაქებს,

ასე შემოგვრჩა გონება და სული ძლიერი”.

310 დინჯად ურჩევდა სპას მოხუცი მრავალნაცადი.

მისი შემყურე ცას ეწია აგამენონი,

ფრთიანი სიტყვა მიაგება გულმხიარულმა:

”ნეტავი, ნესტორ, რაც გული გაქვს, ისე გერჩოდეს

მუხლები მოხუცს, შეგრჩენოდა ცინცხალი ძალა!

315 მაგრამ სიბერე მოგრევია! სხვებს მორეოდა,

შენ კი, ნეტავი, კვლავ გებრწყინა ჭაბუკთა შორის!”

ატრიდს ნესტორმა უპასუხა გერენიელმა:

”ენა ვერ იტყვის, როგორ მინდა ისეთი ვიყო,

როგორიც მაშინ, როცა ვძლევდი ერევთალიონს!

320 ერთად ყოველი ღმერთს კაცთათვის არ ემეტება:

მაშინ ჭაბუკი ვიყავ, ახლა მთრგუნავს სიბერე.

და მაინც შევძლებ გავამხნევო სიტყვით მხედრობა,

აი, პატივი ერთადერთი, რაც რჩება მოხუცს.

დაე ბოძალი უმრწემესმა მხედრებმა ტყორცნონ,

325 ჩემს შემდეგ შობილთ, თვისი ჯანის იმედი რომ აქვთ”.

ასე თქვა გმირმა და გასცილდა გულმხნე ატრიდი.

ნახა მენესთევს პეტევსის ძე, მძლე მეომარი,

უქმად მდგომარე ათნელთა რაზმიც იხილა,

და იქვე იყო ოდისევსი, ჭკუაულევი,

330 გარშემო - სპანი ბრძოლანაცად კეფალენელთა,

უქმად იდგნენ, არც სმენიათ ომის გნიასი.

ამ დროს ფალანგნი ბრძოლით ერთურთს ელეწებოდნენ

ტროელ მხედართა - სწრაფმსრბოლელთა და აქაველთა.

შმოეშველა აქაველთა ახალი ტალღადც,

335 დასცო ტროელებს და გაჩაღდა ბრძოლა საზარი.

უქმად რომ ნახა სპა, განრისხდა აგამენონი,

ფრთიანი სიტყვით ერისმთავრებს ასე მიმართა:

”პიტევსის ძეო, ღვთაებრივი მეფის მემკვიდრევ,

შენც, ვერაგული ნიჭითა და ხრიკით სავსეო,

340 ნეტავ ვიცოდე, რას ელით და რას იმალებით

უპირველესად თქვენ შეგფერით გაიზიაროთ

მეწინავეთა ხვედრი - ფიცხელ ბრძოლაში ჩაბმა,

თქვენ კი პირნველნი მობრძანდებით ხოლმე ნადიმზე,

როს უხუცესთა წვეულება ელით აქაველთ.

345 იქ გეამებათ შებრაწული ხორცის ნაჭერი,

ღვინით შექცევა, გულს რამდენიც გაუხარდება,

აქ კი უყურებთ სეირს ყველა, თუნდ აქაველთა

85

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!