30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დაბლა მიწამდე, მაღლა ცამდე აფრქვევდა სურნელს.

175 მკერდი საცხებლით დაიზილა, თმა დაივარცხნა,

ცბიერად წნული ნაწნავები, ამბროსიული

კულულთა ტალღა გადმოღვარა უკვდავ თავიდან.

სურნელოვანი კვართი ეცვა, ათენას მიერ

უცხოდ ნაქარგი, მოქსოვილი. ძუძუებს ზემოთ

180 შეკრა პერანგი ძვირფას ოქროს ღილკილოებით.

წელზე მოირგო ფოჩიანი ჭრელი ქამარი,

ბიბილოებზე - სამთვლიანი საყურეებ,

მოთამაშე ა მოციმციმე. ეშხით ელავდა.

თავზე მანდილი მოიხურა სულ სიფრიფანა,

185 ახალთ-ახალი, მზის სხივებზე აელვებული.

ფეხი შეიკრა წვივსაკრავით, თავალისმომჭრელად

სამკაულები ლამაზ ტანზე ააელვარა.

სამთიობიდან გამოსულმა გაიხმო გვერდით

პირმშვენიერი აფროდიტე და ასე უთხრა:

190 ”ჩემო ასულო საყვარელო, გსურს შეასრულო

ჩემი სურვილი თუ შენს გულში რისხვა მძვინვარებს,

რომ მე დანაელთ, შენ კი ტროელთ ექომაგები”

მყის უპასუხა აფროდიტემ, ზევსის ასულმა:

”ო, დედოფალო ღირსეულო, კრონისის წულო,

195 რა გსურს გული მთხოვს აგისრულო, რასაც მიბრძანებ,

თუ შემიძლია და საერთოდ თუ შეიძლება”.

ცბიერი სიტყვით დედოფალმა მიუგო ასულს:

”მო, საყვარელო, მომეც ძალა, ვნება-სურვილი,

რომლითაც იპყრობ გულს უკვდავთა ღმერთთა და კაცთა.

200 შორს მივალ, რათა მოვიხილო მიწის სამანთან

უკვდავთან მამა ოკეანე, დედა ტეთისი.

მათ გამომზარდეს, სათნოებით თავს მევლებოდნენ,

ოდეს მიმიღეს რეასაგან, როს მგრგვინავ ზევსმა

კრონოს მიწის ქვეშ, უნაყოფო ზღვათ აქვეშ შთანთქა.

205 მინდა ვეწვიო, რომ სასტიკ შუღლს მოვუღო ბოლო.

დიდი ხანია საქორწინო საწოლს და ხვევნას

განრიდებიან საყვარელნი, მტრობა ღრღნის მათ სულს.

თუ შევარიგებ მშობლებს, თუკი მათ სარეცელზე

ავიყვან და კვლავ სიყვარულით შეერთდებიან,

210 მარად პატივით შემხვდებიან და ვეყვარები”.

მყის აფროდიტემ მომხიბვლელი ღიმილით უთხრა:

”არ შემიძლია წინ აღვუდგე მე შენს ბრძანებას -

შენ ხომ დიადი ზევსის ხვევნა გრგებია წილად”.

236

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!