30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მომაკვდინებელ იფანს ძირში გადასატეხად.

მაგრამ პელიდმა თავხედს სული ხმლით ამოართვა,

180 შიგ ჭიპში ჩასცო ორლესული და ნაწლავები დააყრევინა.

თვალნი მოყმეს ახროტინებულს

ამოუღამა კუნაპეტმან სიკვდილისამან.

ბექთარსა ხსნიდა აქილევსი, ძლევით ზვაობდა:

”მიწაზე იწექ! გიმძიმს ბრძოლა ზევსის ძეებთან,

185 თუმც კი შვილი ხარ უდიდესი მდინარის ღმერთის!

შენ თუ წყალუხვი ნაკადისგან შობით ამაყობ,

მე განმადიდებს ზევსის მოდგმა - უკვდავთ მეუფის.

სიცოცხლე მიძღვნა მირმიდონელთ მეფემ პელევსმა,

ძემ ეაკესი, ხოლო ზევსმა შვა თვით ეაკე.

190 ზღვად ლტოლვილ ნაკადს რამდენადაც აჭარბებს ზევსი,

იმდენად ზევსის ძე მძლავრია მდინარის ძეზე!

აქ, შენს წინაშე მდინარეა, აბა, გიშველოს!

მაგრამ არ ძალუძს არვის ბრძოლა კრონიონ ზევსთან.

აქელოიოს ვერ გაბედავს ზევსს შეერკინოს,

195 ვერც ჭაღარა ოკეანე უკიდეგანო,

ვისგანაც მოდის მოჩუხჩუხე ყველა მდინარე,

რუ, ნაკადული, ჭა და წყარო, ზღვაცა ყოველი.

ისიც ცახცახებს ყოვლისშემძლე ზევსის წინაშე,

როს ოლიმპოდან დაიქუცებს ელვა და მეხი”.

200 თქვა და კაჟიან ნაპირიდან ააძრო შუბი.

მტვერში დატოვა მტერი, სული რომ ამოართვა,

გადაუარა ამღვრეულამ წყალმა უბედურს.

ირგვლივ თევზები აფუთფუთდნენ და გველთევზები,

ღვიძლსა სწიწკნიდნენ გამოშიგნულს, ხარბად ყლაპავდნენ.

205 გამოედევნა გმირი მხედარ პეონიელებს:

პელიდს მდინარის ნაპირიდან გაექცა მტერი,

როცა იხილა, რომ დაეცა ძლიერი მოყმე,

ძლეული გმირი აქილევსის ხმლით და მარჯვენით.

მოკლა მიდონი, თერსილოქოს, ასტიპილოსი,

210 თრასიოს, მნეოს, აინიოს და ოფელესტე.

მრავალს დასცემდა კიდევ პეონს მძლე აქილევსი,

რომ თვით მდინარეს მრისხანება არ მორეოდა,

ღრმა მორევიდან ამოსძახა ღმერთმა აქილესს:

”ძალაც გერჩის და საშინელი საქმეც გიქნია,

215 ყველა კაცს სჯობნი, შენ გშველიან მუდამ ღმერთებიც.

თუ ზევსმა გიძღვნა სასიკვდილოდ ყველა ტროელი,

ჩემგან გარეკე, იმძვინვარე შორს მინდორ-ველზე,

კაცთა გვამებით ნუ გამივსე კამკამა წყლები.

მე აღარ ძალმიძს ღვთაებრივ ზღვას ტალღები შევრთო,

220 გვამმა გაჭედა შესართავი! კვლავ, ვით სიკვდილი!

შეჩერდა! როგორ გამაოცე, მამაცთა მწყემსო!”

342

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!