30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ათი ფალანგი თქვენზე ადრე მტერს შეერკინოს”.

ჭკუაულევმა ოდისევსმა მიმართა მეფეს:

350 ”ატრიდო, ეს რა სიტყვა დასცდა შენთა ბაგეთა

შენ ამბობ - ბრძოლას გავერიდეთ თუ აქაველნი

ტროელთ მხედრობას თავს დავატეხთ არესის რისხვას,

ნახავ, თუ გინდა მონაწილე გახდე ბრძოლისა,

რომ ტელემაქეს მამა ტროელ მეწინავეთა

355 შორის იქნება! ამაოა ეგ საყვედური!

შენიშნა ვაჟკაცს განრისხება აგამენონმა,

უკან წაიღო თვისი სიტყვა და ასე უთხრა:

”ლარეტის ძეო, ოდისევსო ჭკუაულევო!

მე არც საყვედურს მოგახსენებ, არცა გიბრძანებ.

360 კარგად ვიცი, გული გიცემს კეთილშობილი,

კეთილმზრახველი და ჩემსავით ერთს ფიქრობ შენა!

მაგრამ ისწრაფე! მო შევრიგდეთ, რაც მოხდა, მოხდა!

რაც ცუდი ითქვა, უკვდავება გადაგვავიწყონ!”

ასე უთხრა და გაემართა სხვათა მოხილვად.

365 ნახა ტიდიდი დიომედე უმამაცესი,

ცხენებთან იდგა, თვალისმომჭრელ, ბრწყინვალე ეტლთან,

იქავე იყო სთენელოსიც, კაპანევსის ძე.

მათაც მრისხანედ მიუვარდა აგამენონი,

ფრთიანი სიტყვით საყვედური აკადრა მწარე:

370 ”ცხენთა მხედვნელი ტიდევსის ძევ, რა გაცახცახებს

ბრძოლის სარბიელს ნირწამხდარი მისჩერებიხარ!

ჩვევად არ ჰქონდა ტიდევსს შიშით ასე წახდენა,

ყველაზე უწინ შეებმოდა ხოლმე მტრის ლაშქარს.

ას ამბობენ, მე მის ბრძოლას არ მოვსწრებივარ,

375 მაგრამ - ნუ იტყვი - თურმე, ვერვინ შეედრებოდა.

ოდესღაც სტუმრად და არა მტრად მისკენ გვეწვია,

პოლინიკესთან ერთად სწადდა სპათა თავმოყრა

ღვთაებრივ თებეს გალავანთა დასალაშქარავად.

ითხოვეს ჯარი სახელოვან მოკავშირეთა.

380 დაპირდნენ, თხოვნის შესრულებაც უნდოდათ, მაგრამ

უცბად საზარი სასწაული ანიშნა ზევსმა.

მყისვე გაგვშორდნენ. როს დაბრუნდნე, ვეს ამწვანებულს

ეწვივნენ ისევ - სანაპიროს აისეპოსის

იქიდან ელჩად გააგზავნეს აქაველებმა

385 ტიდევსი თებეს, სად კადმოსელთ შეხვდა ვაჟკაცი,

ქველ ეტეოკლეს სასახლეში მოქეიფეებს.

ნამგზავრი იყო მხნე მხედარი, მაგრამ არ შედრკა,

მარტო რომ დარჩა კადმოსელთა მრავალა შორის.

გამოიწვია საბრძოლველად და ყველა მოყმე

390 ადვილად სძლია, შეეწია ათნა ვაჟკაცს.

86

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!