30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მორებს ჭკვიანი ხუროს ხელში, მხატვრობის სიბრძნე

ვინც კარგად იცის, გამოწვრთნილმა ათენას მიერ.

ასე მათ შორის ბრძოლის ხაზი გაწონასწორდა,

მებრძოლი მებრძოლს შეერკინა ხომალდთა ახლოს.

415 ჰექტორი შეხვდა გმირ აიანტს, განთქმულს დიდებით.

ერთი გემისთვის შებმულიყვნენ, მაგრამ ამაოდ

ის მცველის მოკვლას, გემის დაწვას მიესწრაფოდა,

ეს კი - გაგდებას ავსულისგან მოგვრილი მტერის.

კალეტორ დასცა - კლიტიოსის ძე აიანტმა,

420 ხომალდთან ცეცხლის მომტანს შუბი აძგერა გულში.

ძირს დაეხეთქა, გაუვარდა კვარი გზნებული.

თვალი რომ მოჰკრა თვის ახლობელს გმირმა ჰექტორმა,

შავი ხომალდის წინ განგმირულს, დასჭექა მძლავრად,

ბრძოლად აღაგზნო ტროელთ სპა და ლიკიელნი:

425 ”ტროელთა ძენო, ლიკიელნო, მძლავრნო დარდანნო!

სდექ! გეშინოდეთ ამ ჭყლეტაში უკანდახევის!

უმჯობესია დაიცავით კლიტიოსის ძე,

რომ ხომალდისკენ არ წაიღოთ თორნი აქაველთ”.

ასე შესძახა და აიანტს სტყორცნა ოროლი,

430 მაგრამ აძგერა მასტორის ძეს, მამაც ლიკოფრონს,

მეაბჯრეს მისას, კითერიელს, მის სახლში მცხოვრებს

მას აქეთ, რაიც კაცი მოკლა კითერიაში.

თავის ქალაში, ყურისძირთან განგმრია იგი,

ტელამონიდის გვერდით მდგომი. გემის კიჩოდან

435 გადმოყირავდა, ყრმას დაემსხვრა სულის სიმტკიცე.

შეკრთა, უმრწემეს ძმას შესძახა მძლე აიანტმა:

”ტევკროს! დავკარგეთ, საყვარელო, წრფელი ძმობილი!

რაც კითერიდან მასტროიდი მოვიდა ჩვენთან,

ვით ძვირფას მშობლებს, ისე სცემდა მას ყველა პატივს.

440 ჰექტორმა დასცა! აბა, სად გაქვს ბასრი ისარი,

და საზარელი მშვილდი, ძღვენი აპოლონისა”

თქვა და გაუგო ძმამაც, მყისვე მის გვერდით გაჩნდა,

მძლავრ ხელში ჰქონდა მშვილდი, ბეჭზე - მჭიდრო კაპარჭი,

სულ გაეჭედა ფრთოსან ისრით, ტროელთ მუსრავდა:

445 პეისენორის ძე კლეიტოს განგმირა მოყმემ -

პულიდამანტის მეგობარი, პანთოიდისა.

მეეტლედ ჰყავდა, დიდი ჯაფა ადგა, შმაგ ცხენებს

იქით მართავდა, სადაც მჭიდროდ იდგნენ ფალანგნი,

იღწვოდა ტროელთ საამებლად, მაგრამ სიკვდილმა

450 როცა უწია, აღარავის შეეძლო შველა.

უკან, კისერში მოხვდა სეფქა გლოვის მომგვრელი,

ძირს დაენარცხა და ცხენები უკუმიაწყდნენ,

გაიხრიგინა ცარიელმა ეტლმა. მაშინვე

254

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!