30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მაგრამ აუცდა, გორგითონს სამაგიეროდ

გაუპო გული, სახელოვან პრიამოსის ძეს.

იგი ეყოლა მეფეს, როცა მეუღლედ ესვა

305 კასტიანირა მშვენიერი, აისიმელი.

ვით ყანობირში თავს ყაყაჩო გადახრის გვერდზე,

ნაყოფისა და გაზაფხულის ნესტრის სიმძიმით,

ისე ჩაქინდრა ყრმამ ჩაჩქანით ძლეული თავი.

ტევკროსმა ისევ მშვილს მოარგო ფრთოსანი სეფქა,

310 მოკვლა სწყუროდა, უმიზნებდა ღვთაებრივ ჰექტორს

და კვლავ აუცდა, აპოლონმა გმირს განაშორა.

სამაგიეროდ მის მეეტლეს, არქეპტოლემოსს,

ბრძოლის მოწადეს, ბასრმა სეფქამ ძუძუ გაუპო.

მიწას დაასკდა და ფრუტუნით ფეხმარდი რაშნი

315 გაექცნენ, სული და სიცოცხლე დათმო ჭაბუკმა.

ჰექტორს თუმც გული შეეკუმშა მოკლულზე დარდით -

ებრალებოდა მეგობარი, მაინც დატოვა.

იქვე, გვერდით მდგომ ძმას მოუხმო, მხნე კებრიონეს,

ცხენთა სადავე ხელთ იპყარო. ძმაც დაჰყვა ნებას.

320 თვით კი ჩამოხტა მოელვარე ეტლიდან სწრაფად,

ერთი საზარლად შეჰყივლა და ლოდს სტაცა ხელი,

ტევკროსს მიეჭრა ანთებული მოკვლის წადილით.

იმავ წამს მტერმა კაპარჭიდან იძრო ისარი,

ლარს მიაბჯინა და როდესაც მშვილდი მოზიდა

325 მაშინ ჰექტორმა იმ ადგილას, სადაც ლავიწი

ყელს ჰყოფს მკერდისგან, სად სიკვდილის საფრთხე იქმნება,

მოარტყა შემხვდურს კლდის ნათალი უზარმაზარი.

ძარღვი გაეჭრა, დაუბუჟდა მტევანი ხელის,

მუხლთ მოეკეცა, გაუვარდა მშვილდი მოისარს.

330 არ მიატოვა აიანტმა ძმა დაცემული,

სწრაფად მიიჭრა, ზე აღმართა ბაკმული ფარი.

ორი ერთგული მეგობარიც მყის მიეშველა.

ექიოსის ძე მეკისთევსი, ყრმა ალასტორი,

შავ გემებისკენ გააქანეს მძიმედ მგმინავი. . .

335 კვლავ სიმამაცე ტროელთა სპას შეჰმატა ზევსმა,

ღრმა სანგრებისკენ გადარეკეს აქაველები.

პირველთა შორის წინ გაიჭრა ჰექტორ ზვიადი

როგორც მწევარი მისდევს ხოლმე ლომს ან ველურ ტახს,

კვალში მიჰყვება და სისწრაფის თვისის იმედით

340 ხან ფერდზე გაჰკრავს, ხან გავაზე კბილს, არ ეშვება,

ისე მისდევდა თმახუჭუჭა აქაველთ ჰექტორ,

მუსრი გაავლო უკუქცეულთ. სხვები გარბოდნენ.

მაგრამ როს გასცდნენ მესერს და სანგარს ლტოლვილნი,

როს ტროელებმა მრავალ მებრძოლს მოუღეს ბოლო,

345 შეჩერდნენ გემთა სიახლოვეს აქაველები.

144

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!