30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მთელს მხედრობაზე ზვიადობით აღმატებული”.

მაშინ თამამად თქვა მისანმა სწორუპოვარმა:

”აღთქმას და ზვარაკს არ მოითხოვს! ღმერთი შემოგვწყრა,

95 რაკიღა ქრისე დაუმცირა აგამენონმა,

ასული აღარ დაუბრუნა, ძღვენიც უარყო.

არვის დაგვინდობს ამისათვის შორსმოისარი

და არ მოიშლის არგიველთა განადგურებას,

სანამ არ მივგვრით მშობელ მამას პირმშოს შავთვალას,

100 და ჰეკატომბეს არ შევწირავთ კუნძულ ქრისეზე.

მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება ღმერთი მრისხანე”.

ეს თქვა თუ არა, აგამენონ ზეწამოიჭრა -

სივრცეთმპყრობელი ატრევსის ძე განრისხებული.

უგლიმი გული აღვსებოდა ბოღმით და ბრაზით,

აალებული თვალებიდან სულ ცეცხლსა ყრიდა.

105 კალქანტს შეხედა ღვარძლიანად და უთხრა ასე:

”შე ყიამყრალო! სასიკეთო რომ არ დაგცდება,

და გეამება ხალხს აუგი აუწყო მხოლოდ!

არასდროს გითქვამს სიტყვა გულის მაამებელი.

და აი ახლაც დანაელებს ამცნობ ღვთის ნებას,

110 თითქოს ხალხს ღმერთი შორსმმუსვრელი განრისხებია,

რომ არ მივიღე ქრისეისის გამოსასყიდი!

როგორ მეწადა ეს გოგონა შინა მყოლოდა,

ლამის მერჩივნა კლიტემნესტრას, ჩემს შესართველად

ქალწულად მოსულს! ქრისეს ასულს ხომ ვერვინ სჯობნის

115 ვერცა მშვენებით, ვერც გონებით და ვერცა საქმით.

მაგრამ მაინც ვთმობ, რაკი არ ჩანს ხსნა არსაიდან,

ვინძლო მხედრობის ავაცილო გაცამტვერება!

ოღონდ სანაცვლოდ სხვა საუნჯე უნდა მომართვათ,

საკადრისია არგიველთა შორის მე დავრჩე

120 მთლად გაძარცვული თქვენ ხომ ხედავთ, ვთმობ, რაც

მებადა!”

მაშინ მიუგო აქილევსმა ღმერთის სადარმა:

”ატრევსის ძეო, თვალხარბო და გაუმაძღარო!

აქაველ მოყმეთ დიდსულოვანთ რა შეუძლიათ

მოგართვან

განა აქვთ საერთო საუნჯე სადმე

125 ციხე-ქალაქთა ნანგრევებში განძი გავყავით,

და რაც გავყავით, ხელყოფა ხომ არ გეკადრება.

სჯობს ღვთის გულისთვის შენი დათმე და აქაველნი

სამგზის, ოთხწილად მაგ დანაკარგს გადაგიხდიან,

როს მტკიცე ტროას დაანგრევენ ზევსის შეწევნით!

33

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!