30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

არ შეგვისრულა კრონიონმა მაღლივმეუფემ,

70 კვლავაც გვიმზადებს ყველას ურიცხვ უბედურებას,

სანამ არ დასცემთ ტროას მტკიცექონგურებიანს.

ან ხომალდებთან ჩემს მხედრობას არ შეაკვდებით.

აქაველთ შორის უმამაცეს გმირებს აქ ვხედავ,

მათ, ვისაც ჩემთან შერკინების მსჭვალავს სურვილი.

75 რაღას უდგანან, შეერკინონ ღვთაებრივ ჰექტორს!

ასე ვამბობ და ზევსი იყოს ჩემი თავმდები:

თუ მძლე სპილენძით გულს გამიპობს მე აქაველი,

აბჯარ-ბექთარი თან წაიღოს ფართო გემებთან,

გვამი ქალაქში დააბრუნოს, რომ კოცონს შერთონ

80 ტროელთ კაცებმა და ტროელთა დედაკაცებმა.

თუ ღვაწლისამძლე მყო შეწევნამ აპოლონისა,

მტრის აბჯარ-ბექთარს ილიონის ბჭეში შევიტან,

შორსმოისარი აპოლონის შევამკობ ტაძარს.

გვამს დავუბრუნებ თქვენს ხომალდებს ორმხრივხოფიანს.

85 დამარხონ იგი თმახუჭუჭა აქაველებმა

და ჰელესპონტის პირას დიდი ბორცვი აღმართონ.

ოდესმე საფლავს ჩამოუვლის შთამომავალი,

ღვინისფერ ზღვაზე გემით მსრბოლი და ასე იტყვის:

- ეგერ საფლავი ძველთა ძველ დროს განგმირულ გმირის,

90 იგი ბრძოლაში ღმერთივბრწყინვალე ჰექტორმა ძალა!

ბადიშთ ბაგეზე არ ჩაქრება ჩემი დიდება”.

ასე ბრძანა და ყველა დუმდა: რცხვენოდათ მებრძოლთ -

უარი ეთქვათ, ჰო-ყოფაც ხომ თავზარს სცემდა. . .

ბოლოს წამოდგა მენელაოს, სასტიკ საყვედურს

95 ამბობდა იგი, გული დარდით აკვნესებოდა:

”თქვენ აქაველნი უნდა გერქვათ არა, ქალები

ვაი სირცხვილო, ხომ მოგვეჭრა თავი, ჩვენს შორის

თუკი ვერავინ ვერ შეება ღვთაებრივ ჰექტორს!

წყლად დაიღვრებით თქვენ - ყველანი, მტვრად დაიყრებით,

100 თქვე უსულგულო, უსაქმურო, უღირსო ხალხო!

აბჯარს ავისხამ და მე გავალ, ღმერთების ნებით,

ვიცი, ზეცაში გამარჯვების წილი იყრება”.

ასე ამბობდა და ისხამდა ძვირფას საჭურველს.

მაშინ დათმობდი, მენელაოს, სიცოცხლეს ალბათ,

105 ჰექტორის ხელზე სულს დალევდი, მძლეთა მძლე გმირის,

რომ აქაველთა თემისთავებს არ დაეშალათ!

თვითონ ატრიდი წამოიჭრა, აგამენონი,

ძმას ხელი სტაცა მარჯვენაზე და არწმუნებდა:

”ღმერთშემოსილო მენელაოს, დაღლილ-დაქანცულს

110 არ გმართებს ბრძოლა. გონს მოეგე, გული დაიცხრე!

ბოღმით აღვსილი შენზე ძლიერს ნუ შეებმები,

127

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!