30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ქებაში აგამენონისთვის მიცემულ პასუხში გამოთქმული აზრი, რომ აქილევსი ტროელებთან თავისი

ინტერესებისათვის კი არ იბრძოდა, არამედ ბერძენი მენელაოსისა და აგამენონის საქმეს აკეთებდა,

ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდება პოემაში.

ჩვენი აზრით, ავტორს თუნდაც ნდომოდა, რომ აქილევსს უფრო აშკარად გამოეხატა

სიძულვილი ბერძნების მიმართ, ამაზე მეტს მაინც ვერ ათქმევინებდა გმირს, რადგან უღალატებდა

მხატვრულ ზომიერებას, აქილევსს არ შეეძლო მოსული სტუმრებისათვის, რომელთ შორის მისი

აღზრდილი ფოინიქსიც იყო, უფრო მკაცრად მიემართა. განა მისი სიტყვებიდან ისედაც საკმარისად

ვერ გაიგებდნენ მოციქულნი, რომ აქილევსსი მათი მეგობრიდან მტრად გადაიქცა და მას ვერავითარი

ძალა ვერ დააბრუნებს აქაველებთან ბერძნებმა კარგად იციან, რომ ”მძლავრი პელიდი როდიღა სწუხს

აქაველებზე! იქნება ელის, ჰელესტპონტთან, ამ უშედეგო ომში აქაველთ ხომალდების აბრიალებას,

ერთიმეორის მიყოლებით ჩვენს საზარს” (XI , 664-667).

ბერძნებმა კარგად იციან, რომ აქილევსს მათი წარმატებულობა ახარებს:

ატრიდო, ახლა აქილევსის უგლიმი გული

ძგერს სიხარულით, როს აქველთ ვაებას ხედავს,

არ შერჩენია სიბრალულიც მცირეოდენი!

(XIV, 139-141).

ჩვენთვის მეტად საინტერესოა XVI ქება. პატროკლე ბრუნდება აქილევსთან ბერძენთა ბანაკის

დათვალიერების შემდეგ და ქვითინებს. აქილევსისთვის გაუგებარია მისი ცრემლის მიზეზი:

რაო, პატროკლევ, რად ქვითინებ, ვით ნორჩი გოგო,

დედას რომ მისდევს, ატატებას ჰვედრის ტირილით,

ებღაუჭება კაბას, წამსვლელს კალთაზე ეკვრის

და შესციცინებს ცრემლიანი - ამიყვანეო. . .

(XVI, 7-10).

პატროკლე გაოცებულია გმირის გულქვაობით. მრავალმხრივ საყურადღებოა აქილევსის სიტყვა

და ამიტომ მოგყვავს იგი მთლიანად:

აბა, რას ამბობ, ო, პატროკლევ, კეთილშობილო!

მისნობა როგორ შემაშინებს

ღვთაებრივ დედას

ზევსის სურვილზე არაფერი ჩემთვის არ უთქვამს.

მაგრამ გულს მსჭვალავს, სულს მიშფოთებს სასტიკი რისხვა,

როს ვხედავ - კაცი თანასწორის გაძარცვას ცდილობს

მხოლოდ იმიტომ, რომ უფლებით აღემატება!

და არც დაცხრება რისხვა ჩემი:

ბრძოლაგადახდილს

აქაველებმა შემირჩიეს ჯილდო ასული:

შუბით ვირგუნე, როს დავრთგუნე მტკიცე ქალაქი

და თვითნებურად გამომტაცა ხელიდან ქალი

აგამენონმა, თითოქს ვინმე ბოგანო ვიყო!

მაგრამ რაც მოხდა, რას გავაწყობ!

არც ეგ ივარგებს,

რომ რისხვას ზღვარი არ დავუდო.

ის კი ცხადია,

არ დავწყნარდები, სანამ აქვე ჩემს ხომალდებთან

და ჩვენს ბანაკთან არ ატყდება ომის გნიასი. . .

კარგი, პატროკლევ, შეიმოსე ჩემი ბექთარით

და წინ გაუძეხ მირმიდონელთ, ომს მოწყურებულთ.

ვხედავ, გარშემო ტროელ სპათა შავი ღრუბელი

გემს მოსჯარვია, ზღვის კიდესთან მიჭეჭყილები

21

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!