30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ემსახურები მკაცრ მბძანებელს, ან აქაველი

735 ხელს გტაცებს ხელში და კოშკიდან ძირს დაგანარცხებს,

შურისმგებელი დაკარგული ძმის, მამის, ძის გამო,

ჰექტორის მიერ ძლეულისა: მრავალ აქაველს

ბოლო მოუღო, სისხლიანი მიწა არგუნა.

მრისხანე იყო მამაშენი შერკინებისას.

740 თავით ბოლომდე მთელი ტროა დასტირის რჩეულს.

ენით უთქმელი დარდი ერგოთ უბედურ მშობლებს,

ვაი, ამ საზარ სარეცლიდან ხელი საყვარელს

არ მომეც, სიტყვა სანატრელი არ გამატანე,

745 დღითა და ღამით რომ მახსოვდა სახეცრემლიანს!”

ასე ჰგოდებდა. და მოთქვამდნენ ტროელნი ქალნი,

ამ დროს ჰეკაბემ იწყო მოთქმა საწყალობელი:

”ჰექტორ! ყველაზე საყვარელო ჩემს შვილთა შორის!

შენ ყოვლისშემძლე ღმერთებს მუდამ უყვარდით წინათ,

750 ახლაც ზეცაში დასტირიან შენს სიკვდილს ღმერთნი!

მე სხვა შვილები აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა,

როგორც მონები, გამიყიდა ვრცელ ზღვათა იქით -

სამოსში, იმბროსს, ან ღრუბლიან, უდაბურ ლემნოსს.

ხოლო შენ გძლია, ამოგართვა სული სპილენძით.

755 და თუმცა ბევრი კი გათრია შენგან ძლეული

პატროკლეს ირგვლივ, ამით მკვდარი ვერ გააცოცხლა!

ვით ნამით ნაზად დანამული, შინ განისვენებ,

თითქოს მოკვდავი, აპოლონ ღმერთს ვერცხლისმშვილდოსანს,

მსუბუქი ისრით დაუჭირა ანაზდეულად”.

760 ასე ჰგოდებდა, ისმა გვრინი საყოველთაო.

შემდეგ ელენემ იწყო მოთქმა საწყალობელი:

”ჰექტრო, ყველაზე საყვარელო მოყვარეთ შორის,

მაზლად მერგები, რადგან ქმრად მყავს ალექსანდროსი,

რომელმაც ტროას მომიყვანა. რად ვარ ცოცხალი!

765 მეოცე წელი მიილია დროის წრებრუნვის,

რაიც აქ მოველ და სამშობლო დავტოვე ჩემი,

მაგრამ ერთხელაც არ მასმინე სიტყვა აუგი,

მაშინაც, თუკი შინაური მეტყოდა საწყენს -

ამაყი მაზლი, გინდა მული, ან დედამთილი.

770 მამამთილი კი როგორც მამა, მუდამ მწყალობდა.

შენ გონს მოგყავდა, ვინც მერჩოდა, ყველას სიკეთეს

შენი კეთილი, სათნო სულით ჩააგონებდი.

აი რად ვტირი შენზეც, ჩემზეც - მე უბედური!

არავინ არ მყავს ვრცელ ტროაში ნუგეშის მთქმელი

775 და მეგობარი, ერთნაირად ყველასა ვძულვარ!”

ასე ჰგოდებდა და მოთქვამდა ურიცხვი ხალხი.

ბოლოს მოხუცმა პრიამოსმა მიმართა ტროელთ:

”ახლა, ტროელნო, მოიტანეთ შეშა! ნუ ფიქრობთ,

404

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!