30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გზაც იქით ჰქონდეს ! ვერ გაბედავს კვლავ წინ აღმიდგეს.

350 ახლა სიხარულს ვერც დამალავს, რომ გადამირჩა.

ვისწრაფოთ, მებრძოლ დანაელთა სპანი აღვაგზნოთ,

მტერს შევერკინოთ, გამოვცადოთ სხვა ტროელებიც!”

თქვა და მიიჭრა რაზმთან გმირი წასაქეზებლად:

”ტროელთ შორი-შორს ნუ მოუვლით, აქაველებო!

355 კაცი კაცს შეხვდეს ერთი-ერთზე, ბრძოლა არ შეწყდეს!

მე მარტო მიჭირს, თუმც კი ძალა მომდგავს გმირული,

ამდენ მეომარს გარს ვუარო და გავუმკლავდე!

ვერცა არესი, თუმც ღმერთია, ვერც თვით ათენა

ასე ულეველ ლაშქარს ბრძოლით ვერ მოივლიან!

360 რაც შემიძლია ამ მხარ-მკლავით და სიჩაუქით,

არ შევყოვნდები, ვფიქრობ, ძალაც არ გამეცლება.

გავჭრი, გავაპობ ტროელთ რიგებს, გულმხიარული

ვერვინ დარჩება აქილევსის შუბთან შეხვედრით!”

მებრძოლებს ასე ამხნევებდა, ხოლო ჰექტორი

365 ტროელთ უხმობდა, იქადოდა პელიდთან შეხლას:

”გმირნო ტროელნო! ნუ შეგაკრთობთ პელეიონი.

სიტყვით თვით უკვდავ ღმერთებს როდი შევეპუები,

საქმით - ძნელია, ღმერთთან კაცი რას მოვა მართლაც!

ვერც აქილევსი შეასრულებს რაც თქვა, ყველაფერს.

370 ზოგს რასმე შეძლებს, ზოგს დიახაც ვეღარ აუვა.

პელიდს ცეცხლივით უჭრის მკლავი, სული აქვს რკინის!”

ასე თქვა.

რისხვით ტროელებმა შემართეს შუბნი,

გული აენთოთ სიმამაცით, დასცხეს ყიჟინა,

375 ჰექტორს მიმართა სხივოსანმა აპოლონ ღმერთმა:

”ჯერ ნუ გაბედავ შერკინებას გმირ აქილევსთან.

ნუ გაეცლები მებრძოლთ მწკრივს, რომ შორიდანაც

შუბით არ მოგწვდეს, ან ახლოდან ხმლით არ აგჩეხოს”.

ჰექტორი ისევ ჩაიძირა სპათა ტალღაში,

380 როს გულმთრთოლვარემ მოისმინა ღაღადი ღმერთის.

მყისვე ტროელებს აქილევსი სულით ძლიერი

შეხვდა ყიჟინით, ოტრინტიდი იფიტიონი

დასცა პირველი, მეთაური მამაცთა რაზმის.

ნიმფამ ოტრინტევსს, ქალაქთმნგრეველს შესძინა იგი

385 ჰიდეს სოფელში, ქედთოვლიან ტმოლოსის ახლოს.

შეხვდა ღმრთეებრი აქილევსი მისკენ გამოჭრილს,

შუბი აძგერა, თავისქალა შუა გაუპო.

ზათქით დასცა და დააქვეყნა, შესძახა გმირმა:

”ოტრინტევსის ძევ, კაცთა შორის უსაზარლესო!

390 აქ სულსა ღაფავ, სამშობლო კი შორს დაგრჩენია -

გიგაიეს ტბის ახლოს, სადაც ზვრები გეგულვის

334

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!