30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სიყვარული და, თუ გნებავთ, მოკრძალებაც თავისი გმირებისადმი:

მხცოვანთ აწ ბრძოლა არ შეეძლოთ, მაგრამ ბჭობის დროს

მძლეობდნენ სიტყვით, ვით ჭალებში - ჭიჭინობელა.

(III, 150-151).

აქვე შეიძლება გავიხსენოთ ერთი კომიკური სიტუაცია. ეს არის თითქოს უხეში ხუმრობა, მაგრამ

იგი გმირის დასამცირებლად როდია გამიზნული. მენელაოსი და პარისი შეიბნენ. მენელაოსმა

დაჯაბნა მისი ცოლის მომტაცებელი, მაგრამ პარისს აფროდიტემ უშველა, ბრძოლის ველიდან გააპარა

და ელენეს სამთიობოში შეიყვანა:

. . . ერთად დიდებულ სარეცელზე დაწვნენ ნებივრად.

ატრევსის ძე კი ამ დროს მინდვრად, როგორც ნადირი,

ისე დაძრწოდა - ალექსანდრე ვნახოო იქნებ (III, 448-450).

ზოგჯერ იუმორს ”ილიადის” გმირები იყენებენ, როგორც ორატორულ ხერხს. ჰელენოსს სურს

დაარწმუნოს ჰექტორი და ენეასი, რომ საჭიროა ლა

ზოგჯერ იუმორს ”ილიადის” გმირები იყენებენ, როგორც ორატორულ ხერხს. ჰელენოსს სურს

დაარწმუნოს ჰექტორი და ენეასი, რომ საჭიროა ლაშქრის შეჩერება ტროის კარიბჭესთან, სანამ

ლტოლვილი მებრძოლები გალავნის შიგნით შეიჭრებიან და თავს შეირცხვენენ. ჰელენოსი მათ

წარმოუდგენს სურათს, რომელიც ამ სამარცხვინო შიშს შეიძლება მოჰყვეს:

აქ დახვდით, ბჭესთან შეაჩერეთ ლტოლვილნი სპანი,

სანამ ცოლებთან შევარდნილან, ქალის კალთაში

თავი ჩაურგავთ და გამხდარან მტრის სახარხარო!

(IV, 80-82).

აფროდიტე ბრძოლის ველზე ტროელებს ეხმარებოდა და გმირმა დიომედემ დაჭრა. ათენა

განრისხებულია მასზე და სურს ზევსთან უჩივლოს. მეომფარი ქალღმერთი დასცინის სიყვარულის

ქალღმერთს, რომლის საქმე სუსტი დიაცების შეცდენაა და ის კი სხვის საქმეშიც ეჩრება:

აქაველ ასულს კვიპროსელი, ვგონებ, აცდენდა,

რომ კვლავ მის რჩეულ ტროელ ვაჟკაცს ნდობოდა ქალი.

და, იქნებ, როცა მიფერა მდიდრულ სამოსზე,

ოქროს სარტყელმა გაუკაწრა ნაზი ხლები (V, 422-425).

ხშირად გმირები ერთურთს დასცინიან ბრძოლის დროს. გამანადგურებელი და ღვარძლიანია,

მაგალითად, პატროკლეს სიტყვები, რომლითაც იგი ზეიმობს ჰექტორის მეაბჯრის კებრიონეს ძლევას.

პატროკლეს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კებრიონე ეტლიდან თავდაყირა დაეშვა:

ო, ღმერთო ჩემო, რა მჩატეა, რა სწრაფად ყვინთავს!

თევზმრავალ ზღვაში ეგ როგორმე რომ გასულიყო,

ბევრს აამებდა, როს ნიჟარებს მოკრეფდა ფსკერზე,

მღელვარე ზღვაშიც ისკუპებდა გულარხეინად.

თუმცა ველზეა, მაინც როგორ მარდად ჩაყვინთა!

ვხედავ, გყოლიათ მყვინთავები თურმე ტროელებს!

(XVI, 745-750).

დიდი ადგილი უჭირავს ”ილიადაში” გმირთა დიალოგებს. პოემის გმირები ორატორული

ხელოვნების მწვერვალებს აღწევენ. მახვილგონიერება, ცხოვრების ღრმა ცოდნა,მსმენელის

განწყობილებისა და სულიერი მდგომარეობის გათვალისწინება ახასიათებს ჰომეროსის გმირთა მიერ

წარმოთქმულ სიტყვებს.

აფროდიტემ ბრძოლის ველზე განსაცდელისგან დაიხსნა პარისი. ქალღმერთმა ელენეს

გამზრდელის სახე მიიღო და ქალს ურჩია, რომ სამთიობოში სწვეოდა ქმარს: იგი ისე ლამაზია და თავს

ისე ლაღად გრძნობს, თითქოს საშინელი ბრძოლა კი არ გადაუტანია, არამედ ნადიმიდან

7

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!