30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

”გასწი, ზმანებავ ავბედითოო, აქაველთ გემთან,

ეძილისშორე აგამენონს, ძეს ატრევსისა,

10 დაბეჯითებით უთხარ, რასაც ძეს ატრევსისა,

ბრძოლად ჩააბას თმახუჭუჭა აქაველები,

ტროელთა ქალაქს აიღებთ-თქო ფართოქუჩიანს,

სხვაგვარად როდი ფიქრობენ-თქო ოლიმპოს მკვიდრნიც,

უთხარი - ჰერამ დაითანხმა მავედრებელმა.

15 თავს დასტრიალებს ტროას დიდი უბედურება!”

ასე უბრძანა და ზმანებამ უსმინა ნათქვამს,

სწრაფად გაფრინდა აქაველთა ხომალდებისკენ,

ატრიდს ეწვია, აგამენონს, ნახა კარავში,

ამბროსიული ძილი ბელადს დაუფლებოდა.

20 თავთან დაუდგა, ნელევსის ძეს ემსგავსა ნესტორს,

მოხუცს, რომელიც აგამენონს ყველას ერჩივნა.

ასე აუწყა ღვთაებრივმა ძილისშორისმა:

”გძინავს, ატრევსის - ბედაურთა მხედვნელის ძეო,

სად გაქვს ძილის დრო, ბრძენო მოყმევ, ამდენი ხალხი

25 რომ გაბარია და ამდენი გაქვს საზრუნავი

კარგად მისმინე, რასაც გეტყვი: ზევსის მაცნე ვარ -

მაღალ ზეცაშიც შენზე ზრუნავს კვლავ გულმოწყალე.

გიბრძანებს ბრძოლად გაიყვანო აქაველები,

ტროელთა ქალაქს აიღებთო ფართოქუჩიანს,

30 სხვაგვარად როდი ფიქრობენო ოლიმპოს მკვიდრნიც,

ჰერამ ყველანი დაითანხმა მავედრებელმა,

ზევსი მოუვლენს ტროა-ქალაქს უბედურებას.

გულს ჩაიმარხე, რაც გითხარი, არ დაგავიწყდეს,

როცა დაგტოვებს ძილი სულის დამატკბობელი”.

35 ეს თქვა თუ არა, გაფრინდა და გაუჩინარდა.

ფიქრებს მიეცა აგამენონ, აღუსრულებელს,

ეგონა, მალე დაანგრევდა პრიამეს ქალაქს.

უგნურმა მახეს ვერ აუღო ღვთისას გუმანი!

კვლავ გადაწყვიტა მოეტანა უბედურება.

40 სასტიკ ბრძოლაში დანაელთა და ტროელთათვის.

ძილი გაუფრთხა, ყურში მაცნის ხმა ღვთაებრივი

ჯერ კიდევ ჟღერდა.

გადაიცვა მჩატე ქიტონი,

ახალთ-ახალი, მოსასხამი წამოიხურა,

მოქნილ ფეხებზე გადაიწნა კოხტა წაღები,

45 მხარზე მოიგდო ორლესული, ვერცხლით ნაჭედი,

ხელთ იპყრა კვერთხი უძლეველი, მამისეული,

რვალით მოსალტულ აქაველთა გემებს ეწვია.

ოლიმპოს მისწვდა განთიადის მაცნეს ეოსი,

ზევსს და სხვა ღმერთებს მოელვარე შუქი მოჰფინა.

46

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!