30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

15 თმებს ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა და ხელს აღაპყრობდა

ზევსისკენ, მწარედ უკვნესოდა ამაყი გული.

ბოლოს ეს აზრი მოეჩვენა საუკეთესოდ:

ენახა ნესტორ, ნელევსის ძე, რომ მასთან ერთად

მსწრაფლ მოეწვია საბჭო, რამე აზრს დასდგომოდნენ

20 დანაელთ ლაშქრის დაღუპვისგან გადასარჩენად.

ადგა ჩაიცვა აჩქარებით გმირმა ქიტონი,

ქათქათა ფეხზე შემოიწნა ლამაზი წუღა,

მხრებზე მოისხა ლომის დიდი, მწითური ტყავი,

ვეება, ქედით - კოჭებამდე, შუბი აიღო.

25 იშითვე თრთოდა მენელაოს და მის თვალებსაც

არ მიეკარა რული: ვახ-თუ უბედურება

ელისო ლაშარს, უნაპირო ზღვით რომ მოვიდა

ტროის მხარეში და ჩაება აბეზარ ომში.

30 ავაზის ტყავი, ჩამოიმხო ჩაჩქანი თავზე

რვალმოელვარე, შუბი იპყრა ხელთ წამახული

და გაემართა, რომ აღეგზნო ძმა, არგიველთა

ხელისუფალი უმაღლესი, ღმერთის სადარი,

გემის კიჩოსთან დიდებული საჭურვლით მოსილ

35 ძმას შეხვდა, მისთვის ეს სტუმრობა საამო იყო.

უმალ მიმართა მძლე მებრძოლმა მენელაოსმა:

”რად აღჭურვილხარ ასე, ჩემო ძვირფასო ძმაო,

გსურს განა ტროელთ გაუგზავნო ვინმე მსტოვარი

მე ვაღიარებ, მეშინია, ვინმემ ეს საქმე

40 თვით არ ითავოს და თამამი გულის პატრონი

ღამის წყვდიადში არ წავიდეს მზვერავად მარტო”.

ჰქვა და მიუგო კაცთ მეუფე აგამენონმა:

”გვჭირდება რჩევა, მენელაოს ღმერთშემოსილო,

რომელსაც ძალუძს დაიცვას და გადაარჩინოს

45 არგიველთ გემნი. შეიცვალა ზევსის გულისთქმა:

ჰექტორისაკენ მიდრკა მისი სული მოწყალე!

არცა მინახავს, არც მსნენია, რომ მარტოსულმა

ერთ დღეს ამდენი სასწაული საქმე აკეთოს,

რაც დააწია აქაველებს გმირმა ჰექტორმა,

50 თუმც არც ქალღმერთის ძე ბრძანდება და არცა ღმერთის.

მაგრამ რაც შეძლო, არგიველნი ივიშვიშებენ

იმაზე დიდხანს, სპას ისეთი დღე დაათენა!

წადი, მოუხმე აიანტს და გმირ იდომენევსს,

გემისკენ გასწი, მე ნელევსის ღვთაებრივ ძესთან

55 თვით წავალ და ვთხოვ ადგეს. ეგებ ინებოს კიდეც

გუშაგთა ნახვა, რომ უბრძანოს სიფხიზლე ღამით.

მას ხომ მორჩილად მოუსმენენ, გუშაგთ უფროსობს

167

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!