30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ელვარე ზუჩთა ირგვლივ ზევსმა ღამე დაღვარა:

270 არასდროს გმირი მენეტიდი არ სძულებია,

სანამ სუნთქავდა და ერთგულად შველოდა პელიდს.

ღმერთს როდი სურდა ტროის ძაღლთა კერძად ექცია

და მეგობარნი მიაშველა გმირს დასაცავად.

თვალგამჭრიახი აქაველნი დასძლიეს ტროელთ,

275 დაათმობინეს გვამი, მაინც კადნიერებმა

ვერვინ განგმირა, თუმც მგზნებარე ჟინით ებრძოდნენ.

ცხედარს მიეჭრნენ, მაგრამ იგი დიდხანს აქაველთ

არ დაუთმიათ:

მოაბრუნა მყისვე ლაშქარი

მძლე აიანტმა, იგი თვისი სახით და საქმით

280 ყველა დანაელს ამეტებდა, პელიდის გარდა.

მეწინავეებს დაერია. მდევარს რომ ტახი

მოუბრუნდება, ძაღლებსა და მონადირეებს

უსიერ ტევრში კისრისტეხით მიფანტ-მოფანთავს.

ასე იოლად აიანტმა ტელამონის ძემ

285 ტროელთა ხშირი ფალანგები არივ-დარია.

ისინი უკვე შემორტყმოდნენ პატროკლეს ცხედარს,

სურდათ დიდება მოეხვეჭათ და გაეტაცათ.

ჰიპოთოოსი, ლეთოსის ძე, პელაზგი გმირი

სარბიელიდან მიათრევდა გვამს აჩქარებით,

290 კოჭებთან ახლოს მოეჭირა ღვედი მაგარი,

რომ ჰექტორისთვის, ტროელთათვის ეამებინა.

მაგრამ მოვიდა სიკვდილი და ვერ იხსნა ვერვინ,

ტელამონის ძემ მის მიერვე გახლეჩილ ბრბოში

ცხეარს წააკლა, შუბი დაჰკრა რვალის მუზარადს,

295 გააპო ზუჩი შუბისწვერმა ხშირფაფრიანი,

მძლავრმა ხელმა და რვალმა მოყმეს მოუღო ბოლო,

ტვინი ბუნიკზე სისხლიანი ჩამოიღვენთა,

დაკარგა ძალა, ათრთოლებულ ხელიდან გვამი

300 პირქვე დაემხო ჰიპოთოოს - მკვდარი მკვდრის გვერდით.

შორს მშობლიური ლარისადან. უბედურ მშობლებს

ვეღარ მიუზღა შრომის ფასი. მისი სიცოცხლე

მოკლე გამოდგა, აიანტის შუბით დაშლილი.

ამ დროს ჰექტორმა მოუღერა აიანტს შუბი,

305 დროზე შენიშნა, რვალი გმირმა ძლივს აირიდა.

მაგრამ მოიწყლა სქედიოსი, იფიტოსის ძე.

ფოკეელთ მეფე, სახელოვან პანოპეში რომ

ჰქონდა სასახლე, მბრძანებლობდა მრავალ ქვეშევრდომს.

ლავიწის ძვალთან მოხვდა შუბი, რვალმა კისერში

310 გაატანა და შუბისწვერმა მხარი გააპო.

ზათქით დაეცა, აზრიალდა ტანზე ჯავშანი.

მძლე აიანტმა დასცა ფორკისს, ფაინოპსის ძეს

შუბი მუცელში, როს იცავდა ის ჰიპთოოსს.

289

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!