30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

და აკივლებულს არ გაგაგდებ ხომალდებისკენ

ხალხის დასიდან, სამარცხვინოდ, მკაცრად გაწკეპილს!”

265 უთხრა და დასცხო მყისვე კვერთხი ქედზე, ბეჭებზე,

მოკუნტულ მებრძოლს გადმოსცვივდა ცხარე კურცხალი,

წითელი ზოლი ოქროს კვერთხმა ზურგზე დაატყო,

იქვე უმწეოდ ჩაიკეცა ათრთოლებული.

ტკივილმა სახე დაუმანჭა, მორწყული ცრემლით.

270 ჭმუნვა გაქრა და ყველამ გულით გადიხარხარა.

ერთი-მეორეს შეჰყურებდა, ამბობდა ზოგი:

”ღმერთმანი, ბევრი კარგი საქმის მოთავე გახლავს,

გზიანად განსჯის ოდისევსი, წყვეტს ბრძოლის ბედსაც.

ახლაც ჩვენს შორის მან ითავა კეთილი საქმე,

275 როს გაცოფებულ მეამბოხეს ხმა ჩაუწყვიტა.

რაღა თქმა უნდა, ეს თავხედი ვეღარ შეჰკადრებს

აქაველთ მეფეს უშვერ სიტყვებს ამიერიდან!”

ასე ამბობდნენ.

გმირი ოდისევსს, ქალაქთა დამპყრობს,

ხელთ კვერთხი ეპყრა.

ათენას კი თვალებბრიალას

280 მიეღო მაცნის გარეგნობა, ხალხს აჩუმებდა

წინა რიგებში, მოშორებით მდგომ აქაველთაც,

მოუსმინეთო, მიიღეთო რჩევა გმირისა.

კეთილი გულით მიმართავდა ლაშქარს ოდისევს:

”ხედავ, ატრიდო აგამენონ, რომ აქაველნი

285 შენს სახელს სირცხვილს უმზადებენ სამარადჟამოს,

სიტყვას გატეხენ, ლაშქრობის წინ რომ მოგცეს, მეფევ,

როცა გულდაგულ მოიწევდნენ ილიონისკენ -

ქალაქს ავიღებთ, გამარჯვებით დავრუნდებითო.

როგორც ბალღები მეძუძურნი, ქვრივნი დიაცნი,

290 დღეს შესტირიან ერთურთს და შინ მიუხარიათ,

ძნელია ბრძოლა და იმიტომ მიუხარიათ!

როს მოგზაური ცოლს სცილდება, თვე გასრულდება,

გემი მზადაა, მაგრამ კაცი დგას დარდიანი,

აჩერებს შმაქი ქარიშხალი, ზღვის მღელვარება.

295 ჩვენ კი ცხრა წელი გაგვისრულდა, ომი არ დაცხრა,

მე როდი ვდრტვინავ, მაგრამ ვიტყვი, რომ აქაველნი

ისე დარდობენ ხომალდებთან, როგორც ის მგზავრი:

რცხვენიათ დაცდაც, არხეინად შინ დაბრუნებაც.

ცოტა ხანს კიდევ მოვითმინოთ, ო, საყვარელნო!

300 ვნახოთ, ღირს ვენდოთ მკითხაობას ბრძენი კალქანტის

ხომ ყველას გვახსოვს, - მოწმენი ვართ, რაც მაშინ მოხდა, -

ყველას, სიკვდილი ბედისერით ვისაც არ ერგო.

ახლახანს იყვნენ აქაველთა გემნი ავლიდთან,

პრიამოს მეფის მწუხარების მოსასწავებლად.

52

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!