30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

275 უცილოდ პირველს მოვიმკიდი დოღში საგანძურს.

თქვენ იცით, მე რა ცხენები მყავს კეთილშობილნი,

უკვდავი ჯიშის: თვით დიადმა პოსეიდონმა

უძღვნა მამაჩემს, მოხუც პელევსსს. მივიღე მისგან.

მაგრამ არც მე და არც ისინი არ გეცილებით.

280 ო, აღარა ჰყავთ მათ მეეტლე სახელოვანი,

რომელიც ფაფარს ატალღებულს ხშირად თვითონვე

სუფთა წყლით ბანდა და აცხებდა სპეტაკ სუნამოს.

ახლა დარდობენ მეეტლეზე. დგანან. ფაფარი

მტვერში ესვრებათ, ნაღვლიანნი არც ინძრევიან.

285 სხვები მოეწყონ სარბიელზე, აქაველები,

ვისაც იმედი აქვს ეტლის და ფეხმარდ მერანთა”.

ასე ბრძანა და მყის წამოდგნენ მარჯვე მოყმენი:

პირველი იყო ევმელოსი, ხალხთა ხელმწიფე,

ადმეტოსის ძე, ეტლის მართვით სახელგანთქმული.

290 შემდეგ - ტიდიდი, დიომედე გულუშიშარი.

ტროსის ცხენები მას შეუბამს, ომში ენეასს

რომ გამოსტაცა, აპოლონის მიერ მიმალულს.

მესამე ადგა მენელაოს ქერათმიანი,

ზევსის ნაზარდი. მიიყვანა ეტლთან ცხენები:

295 თვისი - პოდარგოს და აითე - აგამემნონის;

ეს ცხენი ატრიდს ანქისადმა ექეპოლოსმა

უძღვნა, რომ გმირი ქარსატეველ ტროას დასხნოდა

და შინ მშვიდობით დამტკბარიყო. რაც ჰქონდა მეფეს,

ზევსისგან ჰქონდა სიკიონში ყველა სიკეთე.

300 ამ ცხენს კაზმავდა, სრბოლის ჟინით აცახცახებულს,

მენელაოსი. ხშიფაფრიან ცხენებს აბამდა

ანტილოქოსიც, ახალგაზრდა ძე ნესტორისი,

ნელეიდისა. პილოსური რშები მის ეტლს

გააქროლებდნენ. გამოცდილი მამა მივიდა

305 და შვილს კეთილი რჩევა მისცა, ჭკვიანს, გამგონეს:

”ბალღობიდანვე, ანტილოქოს, უყვარდა კრონიდს

და პოსეიდონს. საჯირითო ხერხს გასწავლიდნენ.

და ამიტომაც არც მექნება ბევრი სათქმელი.

შენ ოსტატურად მოაბრუნებ ეტლს სანიშნესთნა.

310 ჩვენს მძიმე ცხენებს, ვშიშობ, მარცხი არ მოუვიდეთ.

სხვებს უფრო მარჯვე ცხენები ჰყავთ, მაგრამ მხედარნი

ხერხიანობით, ხელოვნებით შენთან რას მოვლენ!

ასე, რომ მტკიცედ იყავ, შვილო, აღივსე სული

ჟინით და ცოდნით, არ გაუშვა ჯილდო ხელიდან!

315 ხურო გაჯობებს ხელოვნებით და არა ძალით,

მესაჭეც მხოლოდ ხელოვნებით ღვინისფერ ზღვაზე

მსუბუქ გემს მართავს, სათამაშოს შმაგი გრიგალის.

მხედარიც მხოლოდ ხელოვნებით სჯობია მხედარს.

371

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!