30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

5 ჰგოდებდა იგი, ირგვლივ ბევრი მოძმეც ჰგოდებდა.

მათ შორის დადგა და ქალღმერთმა მოჰკიდა ხელი

შვილს მარჯვენაზე, მიეფერა და ასე უთხრა:

”ეგ დარჩეს, შვილო, რაც არ უნდა გიმძიმდეს გულით,

აქ იწევს მშვიდად. ღმერთთა ნებით დაეცა იგი.

10 ადექ, მიიღე ჰეფესტოსგან მძლე საჭურველი,

მოკვდავს არასდროს მხრებით რომ არ უტარებია”.

ასე უთხრა და საჭურველი დადო თეტისმა

აქილევსის წინ. აციმციმდა ის საოცარი.

მირმიდონელნი შეკრთნენ. თვალი ვერვინ უსწორა,

15 საჭურველს ზურგი შეაქციეს. ხოლო პელიდმა

ერთი შეხედა და აღივსო მძვინვარე ჟინით.

წამწამთა შორის ელვარება გამოკრთა თვალთა.

მიელაციცა მოციმციმე ნობათს ღვთაების.

და როს იჯერა გმირმა გული ამ სასწაულით,

20 მშვენიერ დედას მიაგება ფრთიანი სიტყვა:

”დედავ ძვირფასო, ეს ხომ მართლაც ღმერთის ძღვენია,

უკვდავის ქმნილი, მოკვდავს მისი შექმნა არ ძალუძს!

ახლავ ავისხამ, მაგრამ გული მეთანაღრება:

ამასობაში მამაცი ძე მენეტიოსის

25 არ წამიბილწონ ბუზებმა და ღრმა იარებში

არ გაამრავლონ ჭია-ჭუა. დააგონჯებენ,

მას ხომ სიცოცხლე გაეცალა! გახრწნიან ცხედარს!”

უთხრა თეტისმა შვილს, ქალღმერთმა ვერცხლისფეხებამ:

”ო, ძეო ჩემო! მასზე ზრუნვით გულს ნუ აიმღვრევ!

30 მე გავირჯები, რომ ვაშორო სისსლის მწყურვალი

ჯელგა ბუზების, ხარბად გვამს რომ ეტანებიან.

და თუნდაც იწვეს მთლი წელი, მისი სხეული

უვნებელი და მშვენიერი დარჩება კვლავაც.

შენ კი შეკრიბე აქაველნი, ო, შვილო ჩემო!

35 ნუღარ მრისხანებ ხალხთა მეფე აგამენონზე.

ომში ჩაები, შეიმოსე კვლავ ძლიერებით!”

ასე უთხრა და ჩაუნერგა შვილს სიმამაცე.

პატროკლეს ნესტოს მიაპკურა შემდეგ ნექტარი

და ამბროსია, რომ უვნებლად დაეცვა გვამი.

40 ზღვის ნაპირს გაჰყვა ღვთაებრივი პელიდი მაშინ,

ომახიანად უხმო ლაშქარს, კვლავ ააღელვა

სპა, ხომალდებთან რომ რჩებოდა ადრე ყოველთვის,

მეზღვაურები, მესაჭენი, თვით წინამძღოლნი

მეომარ რაზმთა, მსახურნის და მცხობელნი პურის.

45 ყველამ იჩქარა საფიხვნოზე, როს აქილევსი

316

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!