30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

445 დიდიხანია განვლეს ჟამი ახალგაზრდობის”.

ასე ამბობდა მენელაოს.

მუქარის შიშით

გაფრინდნენ რაშნი, დაეწივნენ მეწინავეებს.

არგიველთ დასი ამ დროს დინჯად გზას გაჰყურებდა,

სად ცხენთა ფლოქვით იდგა მტვერის კორიანტელი.

450 იდომენევსი შემაღლებულ ბექობზე იდგა

და სხვებზე ადრე გაარჩია მოჯირითენი,

უკეთ ესმოდა შორეული ყიჟინაც მხედრის,

იცნო, ვინც იყო, ცხენთა წყვილში ერთიც ენიშნა:

წაბლა-ქურანი, მოწითალო, შუბლზე რომ აჯდა

455 ნიშანი მკვეთრი, მოქათქათე, მრგვალი და თეთრი.

იდომენევსმა არგიველებს ასე მიმართა:

”ძმებო, არგიველთ ლაშქრის მწყემსნო და მბრძანებელნო,

მხოლოდ მე ვხედავ იმა ცხენებს, თუ არჩევთ თქვანცა

ვიღაც სხვისია ბედაურნი მეწინავენი,

460 ვიღაც სხვა არის თვით მხედარიც, ევმელეს რაშნი

შეფერხებულან, თორემ წინათ ყველას სჯაბნიდნენ,

თვითონ ვხედავდი, სხვებზე ადრე წრეს მოუარეს,

ახლა აღარსად არა ჩანან, ტროის სივრცეში

რომელ მხარესაც არ მივმართე მახვილი თვალი.

465 ეტყობა, ხელში სადავენი ვერ შეიკავა

და უხერხულად მოაბრუნა სამანთა ეტლი.

გადაუბრუნდა და დაემსხვრა, შმაგი მერანნი

აღვირახსნილნი მეყსეულად გვერდზე გავარდნენ.

თქვენ თვითონ ნახეთ, მეგობრებო, იქნება ვცდები,

470 ეგებ ვერ ვხედავ, მეჩვენება, რომ მეწინავე

ეტოლიელი ვაჟკაცია, არგოსელთ მეფე,

ტიდევსის წული, დიომედე კეთილშობილი!”

უხეშად უთხრა აიანტმა ოილევსის ძემ:

”აბა, წინასწარ რად ყბედობ, იდომენევსო,

475 წინ კვლავ ფაშატნი მოგელავენ ხმოვან ფლოქვებით!

არგიველთ შორის სხვებზე უფრო ჭაბუკი არ ხარ,

ყველაზე უკეთ რომ გიჭრიდეს მახვილი თვალი,

აქ ბევრსა ვხედავ შენზე უფრო ნაცად ვაჟკაცებს,

რა ცუდ-უბრალოდ იტყვი ხოლმე ამაო სიტყვას!

480 წინ კვლვ ფაშატნი მოგელავენ ხმოვან ფლოქვებით,

ადმეტეს ძისნი, თვით ევმელე მართავს სადავეს!”

აიანტს უთხრა განრისსებით კრეტეს ბელადმა:

”ავმესიტყვეო, ჩხუბისთავო, არგიველთ შორის

უკანასკნელო, ცუდ-მედიდო, დაუთრგუნველო!

485 სანაძლეოზე მაშ ჩამოდი ჩემთან საფეხა,

მოწმედ ორივემ ავირჩიოთ აგამემნონი,

მაშინ გაიგებ წინ ვინც არის, როს დათმობ ნაძლევს!’

375

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!