30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მაგრამ ეურჩა მენეტიდი, სიტყვა მოუჭრა:

”არა, დრო არ მაქვს, და, მოხუცო, ვერ დამითანხმებ,

ქველია ჩემი წარმომგზავნი, მაგრამ მრისხანეც.

650 მიბრძანა, გკითხოთ, ვინ მოგყავდათ დაჭრილი წეღან.

ახლა მეც ვხედავ მძლე მახაონს, ხალხთა მბრძანებელს.

ვიჩქარი ისევ, რომ აქილევსს ეს მოვახსენო.

შენც კარგად იცი, ღვთაებრივო, ეჭვიანია,

უბრალო კაცსაც ბრალეულად მიიჩნევს ხშირად”.

655 უთხრა ნესტორმა, მხნე მხედარმა გერენიელმა:

”ნეტავ, პელიდი ასე რად სწუხს დანაელებზე,

მახვილით ძლეულ მებრძოლებზე იცის კი განა,

რაც სჭირს ჩვენს ლაშქარს თუ ვინმე გვყავს საუკეთესო,

ბანაკში გვიწევს ოროლით და ისრით დაჭრილი!

660 ისრით დაკოდეს დიომედე, მძლე მეომარი,

შუბით - ოდისევს და ატრიდი აგამენონი.

ეს თემისთავიც ძლივს დავიხსენ ბრძოლის ველიდან

მხარში დაჭრილი. მაგრამ ციხეთ დამაქცევარი

მძლავრი პელიდი როდიღა სწუხს აქაველებზე!

665 იქნება ელის, ჰელესპონტთა, ამ უშედეგო

ომში აქაველთ ხომალდების აბრიალებას,

ერთი-მეორის მიყოლებით ჩვენს სიკვდილს საზარს

ძალა სადღა მაქვს, მოქნილ სახსრებს შორის რომ ჩქეფდა!

ნეტავ, ჭაბუკი ვიყო, ღონით სავსე, ვით წინათ,

670 როცა ვებრძოდით გამეტებით ძლიერ ელეელთ,

ჯოგის მტაცებელთ. როცა ვაჟი ჰიპოროქოსის,

იტომენევსი მე განვმგმირე, ელიდის მკვიდრი,

ნადავლი სრულად გამოვგლიჯე. ჯოგს რომ იცავდა,

მეწინავეთა შორის დასცა ჩემმა ოროლმა.

675 იმავდროულად გაიფანტნენ შიშით რაზმები.

ელეებისგან წამოვასხით დიდი ნადავლი:

ორმოცდაათი ფარა, ჯოგიც იყო ამდენი,

ღორთა კოლტი და უთვალავი არვე თხებისა,

ცხენების რემა, ფაშატები სულ ასერგასი,

680 ბევრ მათგანს თანაც მშვენიერი კვიცი მოსდევდა.

ღამით მოვლალეთ საქონელი მოხუც ნელევსის

პილოსში.

გულით გაიხარა ჩემმა მშობელმა,

რომ ბრძოლად გასულ ჭაბუკს დავლა მომყვა ამდენი.

დილაადრიან მაცნეებმა მოუხმეს ყველას,

685 ვისაც კი ვალი ჰქონდა რამე ელიდის მხარეს.

მოგროვდა ხალხი პილოსელი, გაიყვეს დავლა.

ბევრი გვემართა ეპეელთა ვალი იმჟამად,

როს რიცხვნაკლული ხალხი პილოსს იტანჯებოდა:

ძველ დროს ჰერაკლე მოსდგომია ჩვენს ციხე-ქალაქს,

196

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!