30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თქვა და ძალუმად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი.

290 ვერრა დააკლო, შუა ფარში მოარტყა პელიდს,

შორს აისხლიტა შუბი ფარმა. შეწუხდა გმირი,

იგრძნო, თუ როგორ მოეცარა ხელი ამაოდ.

თვალი დახარა, აღარ შერჩა უკვე ოროლი.

ხმამაღლივ უხმო შემწედ ერთგულ ძმას დეიფობოსს.

295 სხვა შუბი სთხოვა. სადღა იყო დეიფობოსი!

ჰექტორი მიხვდა, გულმა უგრძნო და შეღაღადა:

”ვაიმე! უკვე სასიკვდილოდ მიხმეს ღმერთებმა!

დეიფობოსი მე ჩემს გვერდით მეგულებოდა,

ის კი კოშკშია: შემაცდინა ისევ ათენამ.

300 ჩემს გვერდით მხოლოდ სიკვდილია! ხსხნა არსით არის!

უეჭველია, თვით ღმერთებმა განსაჯეს ასე:

ზევსმა, ზევსის ძემ აპოლონმა. ადრე მოწყალეთ

ბევრჯერ მიშველეს და, ჰა, ბედმა მიწია ბოლოს!

მაგრამ უაზროდ, უსახელოდ სულს როდი დავთმობ,

305 ისეთ საქმეს ვიქმ, რომ ხმა მისწვდეს შთამომავლობას!”

ასე წარმოთქვა და იშიშვლა მყის სატევარი,

მარცხენა მხარეს რომ ეკიდა მძიმე, ვეება,

ისე გაიჭრა, ვით არწივი ცად მოლივლივე,

მრუმე ღრუბლიდან დაბლობისკენ რომ დაეშვება,

310 ხუჭუჭა ტარიგს, დამფრთხალ კურდღელს დახარბებული.

მას ჰგავდა ჰეტორ, ხმალს იქნევდა სიკვდილის მთესველს.

შემოეგება აქილევსიც გაშმაგებული.

მკერდის წინ ფარი მოხატული ეჭირა ფეხმარდს,

თავზე ჩაფხუტი კიაფობდა ოთხსალტიანი,

315 ზედ უელავდა სხივნათელი ოქროს ფაფარი,

ჰეფესტომ ჯიღას რომ მოასხა, მოაგვირისტა.

ვით ვარსკვლავთ შორის ღამის ბნელში ბრწყინავს ვარსკვლავი

ჰესპეროს, ზეცად უნათლესი და უტურფესი,

ისე ელავდა აქილევსის ხელში ოროლი,

320 ღვთაებრივ ჰექტორს სვეს საშინელს რომ უქადოდა.

ეძებდა ადგილს დასარტყმელად მშვენიერ ტანზე,

მაგრამ აბჯარი გმირს იცავდა რვალით ნაჭედი,

რომელიც ერგო მამაც ჰექტორს, პატროკლეს მძლეველს.

მხოლოდ იქ, სადაც ყელი ჩანდა, ხორხის ნაწილიც

325 იყო შიშველი, სული სიკვდილს ვერ აიცდენდა.

მიეჭრა გმირი აქილევსი, დასც ოროლი,

და შიგ თეთრ ყელში გაიარა ბასრმა ბუნიკმა,

ოღონდაც ხორცს არ შეხებია მწვავე სპილენძი,

ჰექტორს მომაკვდავს რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვა.

330 დაეცა მოყმე და შესძახა მას აქილევსმა:

”ჰექტორ! პატროკლეს მკვლელს სიცოცხლის იმედი გქონდა,

ბრძოლიდან გასულს აღარ მთვლიდი საშიშ მეტოქედ.

რას მოხვიდოდი ძალით ჩემთან, შურისმგებელთან.

359

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!