30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ანაზდეულად თავს დაგვატყდა გმირი საომრად.

პედასოს დასცა, ლირენსოსიც, ხოლო ზევსმა

გადამარჩინა, ძალაც მომცა, ფერხთა სიმარდეც.

მომკლავდა მაშინ აქილევსი, მძლავრი პალასიც,

95 ყველგან რომ თან სდევს, რჩევას აძლევს და ჰმატებს ძალას,

რომ რვალის შუბით სძლიოს ლეგელთ და სპას ტროელთა.

არაკაცს მასთან შერკინება არ შეუძლია,

მუდამ თან ახლავს, დაღუპვისგან იცავს ღვთაება.

მის შუბს მიზანი არ ეშლება, არც ჰკარგავს ძალას,

100 სანამ მტრის სისხლით არ გაძღება. მაგრამ თუ ღმერთი

თანაბარწილად გაგვიყობდა სიმძიმეს ბრძოლის,

იოლად ვერ მძლევს, თუმც ამაყობს, რვალისა ვარო!”

ისევ მიმართა აპოლონმა, ღმერთმა ზევსის ძემ:

”გმირო, რად არ გსურს შენ ილოცო უკვდავთა მიმართ

105 ამბობენ, გშობა აფროდიტემ, ზევსის ასულმა,

ხოლო პელიდი უფრო მდაბალ ქალღმერთის ძეა:

ზევსის სისხლი გვაქვს, ხოლო თეტისს - ზღვის მოხუცისა.

მძლავრი სპილენძით შეეგებე, ყურს ნუ ათხოვებ

ნურც ომახიან მის შეძახილს, ნურც ზვიად ქადილს!”

110 თქვა და აღაგზნო სული ხალხის წინამძღოლისა!

მოყმე გაიჭრა მოელვარე რვალით მოსილი.

მაგრამ ანქისეს ძე მაშინვე შენიშნა ჰერამ,

პელევსის ძისკენ გზას ლაშქარში რომ მიიკვლევდა.

სწრაფად მოუხმო და მიმართა ღმერთებს ქალღმერთმა:

115 ”სწორედ განსაჯეთ პოსეიდონ და შენც ათენავ,

აბა რა უნდა გამოვიდეს ამა საქმიდან

ხედავთ, ზვიადი ენეასი რვალშემოსილი

პელიდზე მიდის, წააქეზა თვითონ აპოლონმა.

დაუყოვნებლივ გამოვიხმოთ უკანვე გმირი.

120 ან აქილევსთან გამოცხადდეს ერთი ჩვენგანი,

აღავსოს მოყმე ძლიერებით, რამეთუ სულით

აღარ დაეცეს, იგრძნოს გმირმა, რომ ძველებურად

უყვართ უკვდავებს. ხოლო უწინ და დღესაც ტროელთ

ვინცა მფარველობს, უძლურია ახლანდელ ომში!

125 ყველამ დავტოვეთ დღეს ოლიმპო, ვისურვეთ - ბრძოლას

დავესწროთ, ლაშქარს ტროელთაგან ვაშოროთ ვნება.

შემდეგ შეხვდება თვის განსაცდელს, ჯიუტმა ბედმა

პირველ დღიდანვე, შობიდანვე რომ განუმზადა.

თუ ღმერთი თვითონ არ აუწყებს ამას აქილევსს.

130 შეკრთება გმირი რომელიმე ღმერთს რომ შეხვდება,

ომში ღვთაების გამოჩენა საშინელია!”

მყისვე მიუგო პოსეიდონ - მიწისმრყეველმა:

”ჰერა, უგონოდ მძვინვარება საკადრისია

328

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!