30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

65 ძილში აქილევსს მოევლინა პატროკლეს სული,

ცოცხალსა ჰგავდა ახოვნებით, თვალთა მშვენებით,

იგივე ჰქონდა სამოსელი და ხმა ნაცნობი.

თავთით დაუდგა სული და გმირს მიმართა ასე:

”გძინავს, აქილევს არ გახსოვარ ცოცხალს გულცივად

70 არა მხვდებოდი, მიცვალებულს გამიცივდები

ო, გთხოვ, დამკრძალე, რომ ვეწვიო ჰადესის მღვიმეს!

მკვდართა აჩრდილებს კარიბჭიდან ვერ გავექცევი,

რომ შევხვდე სულებს, არ მიშვებენ მდინარის გაღმა.

დავეხეტები ფართობჭიან ჰადესის ზღურბლთან.

75 მომეცი ხელი. . . ცოცხლებს უკვე ვეღარ ვიხილავ

აწ და მარადის - შენ მიერ ცეცხლს ნაზიარევი!

ვეღარ ამოვალ ჰადესიდან და როგორც წინათ

მეგობრულ ბჭობას ვერ გავმართავთ, მიწია ბედმა,

რაიც მეწერა: ქვეშეთს შთანთქმა დაუბრუნებლად.

80 შენც გიწერია, ო, აქილევს, უკვდავთ სადარო,

ტროელთა მაღალა გალავანის ქვეშ მწარე სიკვდილი!

კიდევ ერთს გეტყვი, შემისრულე მოძმეს ანდერძი:

ჩემს ძვლებს, აქილევს, შენს საძვალეს ნუ მოაშორებ.

ერთადვე იყოს, როგორც ერთი გვქონდა ბავშვობა.

85 ოპონენტიდან მომიყვანა მენეტიოსმა

თქვენსას, მიზეზი სამწუხარო მკვლელობა იყო:

ყმაწივლს უგუნურს ავბედითი დღეს ამფიდამანტის

ძე შემომაკვდა - წავიკიდეთ ჟღარუნასათვის.

მომიალერსა და შემიტკბო ბრძენმა პელევსმა,

90 შენს გვერდით მზრდიდა, მიმიჩნია შენს ამხანაგად.

დე, ჩვენი ძვლები დაიმარხოს ერთ აკლდამაში,

მათ ოქროს ურნა შეინახავს, თეტისის განძი!”

მყისვე მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:

”მიცვალებული კვლავ მეწვიე, უსაყვარლესო

95 ანდერძს მიტოვებ შევასრულებ მას უეჭველად

და რაც მითხარი, სიხარულით ვიქმ ყოველივეს!

მომიახლოვდი, წამით ერთურთს გადავეხვიოთ,

გული ვიჯეროთ და დავიტკბოთ მწარე ქვითინით!”

თქვა, გაუწოდა ხარბი ხელი მოსიყვარულის.

100 მაგრამ ამაოდ. . . სული გაქრა, ვით კვამლის ბოლქვი

და მისი გმინვაც მიილია. . . ელდაცემული

წამოხტა, ჯვარით ხელს შემოჰკრა ხელი პელიდმა:

”ვა-ვაი! მართლაც არსებულა მიწისქვეშეთში

კაცის სული და სახე, ოღონდ სულაც უხორცო!

105 ვხედავდი, მთელი ღამე ბედკრულ პატროკლეს სული

თავთით მედგა და საწყალობლად კვნესოდა კიდეც.

ანდერძიც მითხრა აჩრდილმა, მას მიმსგავსებულმა!”

366

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!